ოპოზიცია, უმრავლესობის მიერ ინიცირებულ სარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს არ ეთანხმება.
პარლამენტი საარჩევნო კოდექსის კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავს.
თავისუფალი დემოკრატების წევრის ირაკლი ჩიქოვანის განმარტებით, ქართულ ოცნებას ეშინია, რომ ის უმრავლესობას ვერ მოიპოვებს.
„შიში ოხერია, გასაგებია, რომ ეშინია დღეს ქართულ ოცნებას, რომ მას არ ჰყავს ისეთი კანდიდატები და არ აქვს ისეთი პოპულარობა, რომ მოიპოვის უმრავლესობა. ეს არის პოლიტიკური ანომალია,“ - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
ამავე თემაზე განცხადება გიორგი ცაგარეიშვილმაც გააკეთა.
„მოხდა ისე, რომ ის სისტემა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს იყო დამკვიდრებული, ძალიან კარგად მოერგო დღევანდელ ხელისუფლებას სხეულზე და ამაზე ყურადღებას არავინ არ ამახვილებს ამჟამინდელი ხელისუფლებიდან მაინც და ძალიან მიმძიმებს გულს,“ - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.
კანონპროექტს კანონმდებელბი კენჭს დღეს უყრიან.