მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული კანონპროექტი შესაძლოა არაკონსტიტუციური იყოს. განცხადებები თემაზე დღეს როგორც კონსტიტუციონალისტებმა, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა გააკეთეს.
"ოლქებს შორის სხვაობა არსებითად განსხვავებული არ უნდა იყოს. მინიმუმ ათამდე ოლქია სადაც განსხვავება 70, 80, 100 პროცენტია,"-აცხადებს ვახუშტი მენაბდე.
საერთაშორისო გამჭვრვალობა საქრათველოში ამ თემასთან დაკავშირებით დასკვნაც მოამზადეს. არსამთავრობო სექტორში ამბობენ, რომ 55 ოლქიდან 21 დასაშვებ 15 %-იან ზღვარში ჯდება 15 კი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან წინააღმდეგობაში მოდის. ორგანიზაციაში არ გამორიცხავენ, რომ ქართული ოცნების მიერ შემუშავებული კანონის პროექტის დამტკიცების შემთხვევაში ის საკონსტიტუციო სასამართლომ კვლავ არაკონსტიტუციურად სცნოს.
ავტორი: ელისო ჯარიაშვილი.