Добавить новость


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

"კრიტიკული და პლურალისტური მედია გარემოს შენარჩუნებას 2015 წელს დაემუქრა ძალიან დიდი საფრთხე" - საია

რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წლიურ ანგარიშს აქვეყნებს. საუბარია კონკრეტულ დარღვევებზეც, რაც საია-ს განმარტებით, 2015 წლის განმავლობაში გამოვლინდა.

ანგარიშში მოხვდა რუსთავი 2-ის საქმეც. როგორც საია-ს თავმჯდომარემ განმარტა, არასამთავრობო ორგანიზაცია შეეცადა, ამ დავასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მოხვედრილიყო მათ ანგარიშში, მათ შორის იმ ეჭვებზე, რომელიც მოსამართლის დამოუკიდებლობასთან მიმართებაში არსებობდა და ასევე იმ ეჭვებზე, რომ პროკურატურა მასზე ზემოქმედებას ახდენდა.

"კრიტიკული და პლურალისტური მედია გარემოს შენარჩუნებას 2015 წელს დაემუქრა ძალიან დიდი საფრთხე. ამ საფრთხის მთავარი ელემენტი იყო ის  მთელი ის პროცესი, რაც თან ახლდა რუსთავი 2-ის წილებთან დაკავშირებულ დავას," - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. 

ასევე ანგარიშის მიხედვით, მნიშვნელოვანი გამოწვევები დაფიქსირდა ადამიანის უფლებების დაცვისა და პატივისცემის მიმართულებით. საია-ს თავმჯდომარის თქმით, სამწუხაროა, რომ ვერ მოხერხდა ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტების პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დამოუკიდებლობისა და პროფესიონალიზმის მიღწევა, როგორიც არის, პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სასამართლო. მისივე განმარტებით, ასევე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება არაფორმალური მმართველობის გავლენა და სეკულარიზმის პრინციპის არასათანადო პატივისცემა.

ორგანიზაცია მწვავე თემებს შორის გამოყოფს სამართალდამცველთა მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს და ასეთ ფაქტებზე სახელმწიფოს მხრიდან არასათანადო რეაგირებას, ასევე შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების დარღვევის ფაქტებს. 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus