თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია საქართველო-გერმანია-რუსეთის დიალოგის ფორმატის შექმნის ინიციატივით გამოდის. ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ სწორედ გერმანიაა ის ქვეყანა, რომელსაც საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების დარეგულირებაზე მუშაობა შეუძლია.
როგორც ალასანიამ აღნიშნა, იმისათვის, რომ საქართველო უფრო დაცული ქვეყანა გახდეს, კარგი იქნება გერმანიის, როგორც ძლიერი ევროპული ქვეყნის გამოყენება.
საქართველო-გერმანია-რუსეთის ფორმატის შესახებ ინიციატივა ირაკლი ალასანიამ პრიველად რამდენიმე წლის წინ დააყენა. იმ დროისთვის პროცესებში მონაწილეობდა დიტერ ბოდენიც.
საქართველოში გაეროს გენერალური მდივნის ყოფილმა წარმომადგენელმა თავისუფალი დემოკრატების ლიდერის ინიციატივა შეაფასა.
სასარგებლო ინიციატივაა. ეს საკითხი წინ უნდა წამოიწიოს, რადგან საქართველოს კონფლიქტები გადაიფარა სხვა უამრავი კონფლიქტით. ვფიქრობ, საქართველოში და სომხეთში არსებული კონფლიქტები ნამდვილად იმსახურებენ უფრო მეტ ყურადღებას. პოტენციურად ისინი ძალია ფეთქებადია, ამიტომ საჭიროა ბიძგის მიცემა მათი დარეგულირების პროცესის აღსადგენად.