ჟენევის მოლაპარაკებებს მორიგი რაუნდის დასრულების შემდეგ, რუსეთის საგარეო უწყება შემაჯამებელ განცხადებას აქვეყნებს.
სამინისტრო აღნიშნავს, რომ საქართველო ისევ უარზეა, ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიული დოკუმენტი გააფორმოს.
"აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციებმა მზადყოფნა დაადასტურეს, რომ მომზადდეს ასეთი დოკუმენტები, თუმცა ქართულმა მხარემ, კვლავ დაბლოკა ამ მნიშვნელოვანი საკითხის წამოწევა"– აღნიშნულია განცხადებაში.
შეხვედრაზე დაფიქსირდა რუსეთის უარყოფითი დამოკიდებულება საქართველოსა და ნატოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშრებითაც.
"თბილისის დაჩქარებული ჩართულობა ალიანსში, ძირს უთხრის მრავალმხრივ მცდელობებს კავკასიის რეგიონში გრძელვადიანი სტაბილურობის დამყარებისთვის, მათ შორის ჟენევის დისკუსიის ეფექტურობასაც" – აღნიშნავს რუსეთის საგარეო უწყება.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ შეხვედრის ბოლოს ქართული მხარის მცდელობა დაიბლოკა, იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხზეც ესაუბრათ. შეხვედრის თანათავმჯდომარეებმა კონსულტაციები ვადაზე ადრე დაასრულეს," - ნათქვამია განცხადებაში.