"აშენდება ოღონდ, ივანიშვილის თანხების ნაცვლად საბიუჯეტო სახსრები დაიხარჯება,"- ოპოზიცია ვერეს ხეობის განაშენიანებაზე საუბრობს
რატომ გაუუქმა თბილისის საკრებულომ ბიძინა ივანიშვილის კომპანია უნიონს საინვესტიციო ვალდებულება? ეს კითხვა რამდენიმე თვის შემდეგ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა კვლავ დასვეს.
თბილისის საკრებულოს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წევრი ირაკლი აბესაძე ამბობს, რომ უნიონს ვერეს ხეობაში ის პროექტები უნდა განეხორციელებინა, რასაც ახლა უკვე ხეობაში ახალი პროგრამა ითვალისწინებს.
"მიმდინარე წლის აგვისტოში კომპანიამ, ანუ ბიძინა ივანიშვილმა მიმართა თბილისის მერიას და სტიქიის შედეგად გამოთქვა მოსაზრება, რომ შეუძლებელი გახდებოდა სპორტული ობიექტების მშენებლობა და ინვესტიციის განხორციელება. რაზეც თბილისის მერია მას დაეთანხმა და უპირობოდ ეპატია 100 მილიონის ინვესტიცია.
"2 თვის შემდეგ მერია აპირებს სპორტული და გასართობი ცენტრების მშენებლობას ვერეს ხეობაში ოღონდ ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილის თანხების ნაცვლად საბიუჯეტო სახსრები დაიხარჯება,"- აცხადებს ირაკლი აბესაძე.
აბესაძის განცახდებას არ იზიარებენ თბილისის საკრებულოს უმრავლესობაში
"ტერიტორია სტიქიური უბედურობის ზონაში მოხვდა. შესაბამისად ყველანაირი ინვესტიციის განხორციელება იმ კუთხით, რა კუთხითაც იყო დაგეგმილი გახდა შეუძლებელი. ის, რაზეც დღეს გვაქვს ლაპარაკი არის სარეკრეაციო სკვერის კუთხით განაშენიანებაზე არ შეესაბამება ეს ორი კონცეფცია ერთმანეთს,"- განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ტყემალაძემ.
შეგახსენებთ, რომ ვერეს ხეობაში რამდენიმე წლის წინ 100 მილიონიანი საინვესტიციო ვალდებულება ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ კომპანიასაც ჰქონდა, თუმცა ეს ვალდებულება კომპანია იუნიონს მოქმედმა საკრებულომ გაუუქმა.