"6% არ არის კატასტროფა"- მეჭიაური გაზრდილი ინფლაციის შესახებ საუბრობს
"6% არ არის კატასტროფა,"- ასე ეხმაურება პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელი ინფლაციის მაჩვენებლის ზრდას. თამაზ მეჭიაური ამბობს, რომ ინფლაციაზე პასუხისმგებელი ეროვნული ბანკია და არა მთავრობა.
თამაზ მეჭიაური ამბობს, რომ ინფლაციის დონეს ქვეყანაში საგარეო ფაქტორები განაპირობებს.
"იფნლაციაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი. 6 პროცენტი ჯერ არ არის კატასტროფა. უფრო დაველოდები გარეშე ფაქტორების განვითარებას. ჩვენს შიდა ეკონომიკურ მაცვენებლებზე არ ვართ დამოკიდებულები რომელიც ყველა პარამეტრში ჯდება. ამიტომ პროგნოზისგან თავს შევიკავებ,"- განაცხადა მეჭიაურმა.
შეგახსენებთ, რომ ერთი წლის განმავლობაში ინფლაციის მაჩვენებელმა 6.3% შეადგინა როცა გათვლებით 5% იყო გათვლილი. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მომდევნო წლის პირველ კვარტალში მაჩვენებლი კიდევ უფრო გაიზარდოს. გიორგი ქადაგიძე არ გამორიცხავს, რომ საჭირო გახდეს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება.