მოქმედმა პრეზიდენტმა ყოფილ პრეზიდენტს საქართველოს მოქალაქეობა შეუჩერა. გიორგი მარგველაშვილმა იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ დოკუმენტაციას მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ ხელი მეორე დღესვე მოაწერა.
ეს გადაწყვეტილება აღმოჩნდა ერთადერთი ბოლო პერიოდის განმავლობაში, რომლის გამოც გიორგი მარგველაშვილმა მმართველი გუნდისგან შექება დაიმსახურა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები თვლიან, რომ პროცედურები კანონის სრული დაცვით წარიმართა.
თეა წულუკიანის სამინისტროს მეირ მიღებულ გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ საპარალემენტო უმცირესობაში. ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ ხელისუფლებამ ამჯერადაც სამართლებრივი ბერკეტები პოლიტკური ბრძოლისთვის გამოიყენა.
კანონის თანახმად მიხეილ სააკაშვილს მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვს. არსებობს მეორე გზაც-შესაძლებელია ყოფილმა პრეზიდენტმა მოქმედს ორმაგი მოქალაქეობის თხოვნით მიმართოს. რა გადაწყვეტილებას მიიღებს მიხეილ სააკაშვილი ჯერჯერობით უცნობია.
ავტორი: ეკა გაგუა.