ენერგეტიკული ქარტიის კონფერენციის მინისტერიალის 26-ე შეხვედრაზე ენერგეტიკის მინისტრმა შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის პროექტზე ისაუბრა. კახი კალაძის თქმით, პროექტის ლოგიკური გაგრძელება მოიცავს რუსეთთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან ანალოგიური კავშირის ქონაა.
"საქართველომ ევროკავშირის ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერით შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის პროექტი განახორციელა, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი ენერგეტიკაში და მიზნად ისახავს საქართველოსა და თურქეთის ელექტროგადამცემ ქსელების შორის 700 მეგავატის სიმძლავრის ურთიერთკავშირის უზრუნველყოფას
პროექტის ლოგიკური გაგრძელება მოიცავს რუსეთთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან გვქონდეს ანალოგიური კავშირი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, მეზობელი ქვეყნებისთვის, ევროპისთვის. ჩვენ, ფაქტობრივად, ვთანამშრომლობთ შაჰდენიზის მეორე ფაზის პროექტის განხორციელებაში, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს," - განაცხადა კახი კალაძემ.
ავტორი: ანა წერეთელი