რამდენიმე საათის წინ ვაზისუბანში ქურდობის ფაქტი დაფიქსირდა.
დამნაშავეებმა პარტია რეფორმატორების ერთ-ერთი წევრის, ნიკოლოზ კირვალიძის სახლიდან სეიფი, ცეცხლსასროლი იარაღი, ფული და ძვირფასეულობა წაიღეს.
კირვალიძე ყოფილი სამართალდამცავი იყო. პარტიის წევრები მომხდარს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებენ და რამდენიმე დღის წინ ფსიქოტროპულ მედიკამენტების თემაზე გაკეთებულ განცხადებებს უკავშირებენ.
პარტია რეფორმატორების დამფუძნებელი ირაკლი ღლონტი პოლიტიკურად დაგეგმილ ძარცვაზე საუბრობს.
„ჩვენთვის ცნობილია, რომ ძალიან ბევრჯერ ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც შეეხო ამ ფსიქოტროპული მედიკამენეტების თავისუფალად ვაჭრობას ქალაქში და მთელი საქართველოს მასშტაბით, მათზე განხორციელდა მუქარები,“ - განაცხადა ირაკლი ღლონტმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო, ექსპერტ-კრიმინალისტები შემთხვევის ადგილზე ამ წუთებშიც მუშაობენ. საქმე ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.