Добавить новость




Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

საკონსტიტუციო სასამართლო თეა წულუკიანს პასუხობს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განცხადებას ავრცელებს და მათი მისამართით იუსტიციის მინისტრისა და სხვა მაღალი თანამდებობის პირების მიერ გამოთქმულ კრიტიკას პასუხობს.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

”საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო  აღნიშნავს, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის, საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერისა და სხვა მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები, სამწუხაროდ, შეიცავს ფაქტობრივად მცდარ ინფორმაციას და პოლიტიკურად მოტივირებულ კრიტიკას.

პოლიტიკური თანამდებობის პირებს, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა დაინტერესებულ პირს, აქვთ უფლება, გამოთქვან კრიტიკული მოსაზრებები სასამართლოს საქმიანობასთან დაკავშირებით. ამავე დროს, მათ აქვთ ვალდებულება, გაეცნონ და სათანადოდ შეისწავლონ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მისი საქმიანობის შეფასების ერთადერთ და საუკეთესო კრიტერიუმს წარმოადგენს მისი გადაწყვეტილებები. სწორედ ამიტომ მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირს, გაეცნოს საკონსტიტუციო სასამართლო პრაქტიკას როგორც 2012 წლამდე, ასევე ბოლო 3 წლის განმავლობაში. ასევე, შევახსენებთ მათ, რომ 2012 წლამდე არსებითად განხილული კონსტიტუციური სარჩელებიდან, დაახლოებით 60%-მდე შემთხვევაში საქმე მოსარჩელის სასარგებლოდ და, შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის თუ სხვა სახელისუფლებო ორგანოს საწინააღმდეგოდ დასრულდა.

საკუთარ განცხადებებში საქართველოს იუსტიციის მინისტრმა და საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერმა მიუთითეს, რომ ნაციონალური მოძრაობის და სამაუწყებლი კომპანია რუსთავი 2-ის ყველა კონსტიტუციური სარჩელი ეწერება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, რომლის გადაწყვეტილებებიც არის მიკერძოებული.

ბოლო პერიოდში პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ოთხი კონსტიტუციური სარჩელით მიმართეს საკონსტიტუციო სასამართლოს. ოთხივე შემთხვევაში კონსტიტუციური სარჩელი განიხილა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა. აქედან ერთი კონსტიტუციური სარჩელი არ იქნა მიღებული არსებითად განსახილველად. აღნიშნული ცხადად აჩვენებს,  რომ განცხადება, თითქოს  პოლიტიკური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კონსტიტუციური სარჩელები განსახილველად ეწერება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, მოკლებულია ფაქტობრივ საფუძველს, ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და მიზნად ისახავს  საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა დისკრედიტაციას.

რაც შეეხება სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კონსტიტუციური სარჩელების განსახილველად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიისთვის გადაცემას, გვინდა აღვნიშნოთ, რომ აღნიშნულ კონსტიტუციურ სარჩელებში შინაარსობრივად მსგავსი სამართლებრივი პრობლემებია დაყენებული და, შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, ასეთ შემთხვევებში მათი გადაწყვეტა ხდება ერთი კოლეგიის მიერ. აქვე გვინდა ხაზი გავუსვათ იმ გარემოებას, რომ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის არც ერთ კონსტიტუციურ სარჩელზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება და განცხადება, რომ მათი გადაწყვეტის პროცესში საკონსტიტუციო სასამართლო მიკერძოებულია, შეიძლება აღქმული იქნეს მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობად,“ - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანისაკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიას მიკერძოებულობაში ადანაშაულებს. 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus