პრეზიდენტის მოწვევით 4 დეკემბერს 4 საათზე უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება. ცნობილია, რომ მთავრი თემა უსაფრთხოების გამოწვევები იქნება.
უკვე ცნობილია რომ უშიშროების საბჭოს სხდომას, რომელიც ხვალ უნდა გაიმართოს, 11 მუდმივმოქმედი წევრიდან ორი არ დაესწრება. ისინი ქვეყანაში არ იმყოფებიან. ცოტა ხნის წინ თავდაცვის უწყებაში კურიერის კორესპონდენტს დაუდასტურეს, რომ თავდაცვის მინისტრი სხდომაზე დასწრებას გეგმავს.
ამ დრომდე უცნობია დაესწრება თუ არა სხდომას პრემიერი. ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ აქვს პრეზიდენტის ადმინისტრაციას.
საზოგადოებასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის განმარტებით, განსახილველია არსებული და ახლად წარმოქმნილი რისკები და თავდაცვისუნარიანობასთან დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზება ამ რისკებიდან გამომდინარე.
„შეტყობინება გაეგზავნა ყველა წევრს. არ დაესწრება საგარეო საქმეთა მინისტრი და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე. ნოემბერში არ ჩატარდა რადგან თავდაცვის მინისტრი არ იმყოფებოდა ქვეყანაში,“ - განაცხადა გოგი ახალკაცმა.