Добавить новость


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს მესამე სექტორს

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება. საბჭო 12 კანდიდატს უსმენს. პროცედურები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ განმარტა.

მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით შეფასებები იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გააკეთეს, რომლებიც უშუალო მონიტორინგს უწევენ გასაუბრების პროცესს. მათ ნაწილს შენიშვნები აქვს.

„შეფასებები მნიშვნელოვანია, რომ საბჭომ ამ პროცესში გაამახვილოს ყურადღება ყველა იმ კითხვაზე, რაც ყოფილ და მოქმედ მოსამართლეებთან დაკავშირებით საზოგადოებაში აქამდე არსებობდა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საბჭომ თავიდან აიცილოს ინტერესთა კონფლიქტი, რაც ამჟამად საბჭოში არსებობს. გულისხმობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, რომელიც ასევე კონკურსის მონაწილეა,“ - განმარტავს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ეკა ციმაკურიძე.

საქართველოს მოსამართლეთა ერთობის აღმასრულებელი დირექტორი შეფასებით, აუცილებელია, რომ საზოგადოებას ქონდეს პასუხი დანიშნული მოსამართლე რა კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა და თუ არ მოიწონა კანდიდატი, ამაზეც უნდა იყოს დასაბუთებული პასუხი, რაც ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, ამჟამად ბუნდოვანია.  

გასაუბრების პროცესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ასევე იუსტიციის მინისტრის მოადგილემ. ალექსანდრე ბარამიძეს იმედი აქვს, რომ საბჭო ღირსეულ მოსამართლეებს აირჩევს. 

 

ავტორი: ქეთი ნადიბაიძე

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus