20 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა, კალიფორნიის შტატის ქალაქ სან ბერნარდინოში Inland Regional Center-ზე მომხდარი თავდასხის შედეგად, ამის შესახებ ადგილობრივი ტელეკოპანია ktla იუწყება. სამი თავდამსხმელი კალიფორნიის დროით 11:00 იმ შენობაში შეიჭრა, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მომსახურების ცენტრია გათავსებული წერს abc7.
თავდამსხმელებმა უმისამართო სროლა ატეხეს, რასაც სხვადასხვა მონაცემებით 12 დან 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. abcnews-ის ცნობით სამი თავდამსხმელიდან ერთ ერთი სამხედრო ეკიპირება ეცვა, პოლიცია კი იუწყება რომ ყველა თავდამსხმელი ჯავშანჟილეტით იყო აღჭურვილი.
cbsnews თვითმხილველებმა უამბეს, რომ შემთხვევის ადგილზე 150-მდე პოლიციელია მობილიზებული, ამავე ტელეკომპანიის კონფიდენციალური წყაროს ცნობით შემთხვევის ადგილზე გამნაღმველები მუშაობენ და შენობაში არსებული ბომბის ნეიტრალიზებას ცდილობენ.