"დღეს სრულიად ნათელია, რომ იმ განცხადებებმა და პოლიტიკამ, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ბოლო პერიოდში ახორციელებდა განიცადა აბსოლუტური კრახი. ჩვენ ვერც NATO-ში გაწევრიანებაზე გარანტია მივიღეთ, ვერც მაპი,"- ასე გამოეხმაურა გაერთიანებული დემოკრატების ხელმძღვანელი ნინო ბურჯანაძე NATO-ს კომუნიკეს, რომელიც რამდენიმე საათის წინ გამოქვეყნდა.
ბურჯანაძემ მთავრობის წევრებს თვეების წინ მათ მიერ გაკეთებული განცხადებებიც შეახსენა და მათ "უპასუხისმგებლოები" უწოდა.
"განსხვავებით ჩვენი უპასუხისმგებლო ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, რომლებიც გვეუბნებოდნენ, რომ MAP-ის გარეშეც გავწევრიანდებით NATO-ში, დღეს ერთმნიშვნელოვნად გვითხრეს NATO-ს წარმომადგენლებმა, რომ MAP-ი არის გაწევრიანების განუყოფელი ნაწილი,"-აცხადებს ნინო ბურჯანაძე.