კონსტიტუციური უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა მაღალჩინოსანმა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ოლეგ მელნიკოვის მტკიცებით სანდრო გირგვლიანის საქმეში მონაწილე პირებმა შეწყალების შესახებ პირობა უშუალოდ მიხეილ სააკაშვილისგან მიიღეს. ეს შეთანხმება კი, როგორც მელნიკოვი განმარტავს, მათ დათა ახალაიამ გააცნო. იგი ასევე ამბობს, რომ ახალაიას შეწყალების შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა დაპირება შავნაბადას რეზიდენციაში შეხვედრის დროს მისცა.
დღევანდელ სხდომაზე პროკურატურისა დ დაცვის მხარეს შორის მცირე კამათიც მოხდა. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ოთო კახიძემ ოლეგ მელნიკოვის ჩვენებას "არასანდო" უწოდა, რამაც სასამართლო სხდომაზე კამათი გამოიწვია.
სანდრო გირგვლიანის საქმეში მონაწილე პირების შეწყალების საკითხზე პროკურატურა, ყოფილ პრეზიდენტს თანამდებობის ბოროტად გამოყენებას ედავება. სასამართლო სხდომა მოწმეების დაკითხვით 25 დეკემბერს გაგრძელდება.