Добавить новость




Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ნატო-ს კომუნიკეს უმრავლესობა დადებითად აფასებს, ოპოზიცია კი ხელისუფლებას არასაკმარისი მუშაობისთვის აკრიტიკებს

ნატო-ს კომუნიკეს გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში საგანგებო განცხადება თავდაცვის მინისტრმა ბაქოდან გააკეთა. თინა ხიდაშელის განმარტებით, ნატო-ს გადაწყვეტილება - მონტენეგროსთან წევრობისთვის მოლაპარაკებები დაიწყოს, საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისთვის ღია გზავნილია.

ნატო-ს მინისტერიალზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარია, რომ საქართველოს ნატო-ს წევრობისთვის ყველა მექანიზმი უკვე აქვს.  

ნაციონალური მოძრაობა კი ხელისუფლებას მოკავშირეებთან არასაკმარისი მუშაობის გამო აკრიტიკებს. ოპოზიცია მთავრობისაგან ნატო-ს კომუნიკეში მითითებულ ვალდებულებების შესრულებასაც ითხოვს, რომელიც ქვეყანაში მედიის თავისუფლების დაცვასა და სასამართლოს დამოუკიდებლობას გულისხმობს.

მმართველი კოალიციის მიმართ კრიტიკული იყო დღეს ნინო ბურჯანაძე. ნატო-ში გაწევრიანების პროცესებზე, გაერთიანებული დემოკრატების თავმჯომარემ მთავრობა არასწორი მოლოდინის შექმნაში დაადანაშაულა.

ნატო-ს მთავარი გზავნილების შინაარსი დღეს ექსპერტებმაც განმარტეს. მათი განცხადებით, ალიანსმა ღიად თქვა, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებამდე წევრობის სამოქმედო გეგმის ეტაპის გავლა მოუწევს.

ავტორები: ნინო სამყურაშვილი, ელენე ფირცხალაიშვილი, თაკო სურგულაძე, მარიამ შანშიაშვილი.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus