Добавить новость




Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

"მორგებულია "რუსთავი 2-ის" სუბიექტურ ინტერესებს,"- მანანა კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოზე საუბრობს

ქართული ოცნება საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობით უკმაყოფილოა. ცოტა ხნის წინ განცხადებები ვიცესპიკერმა მანანა კობახიძემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ გააკეთეს. მანანა კობახიძე ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები საეჭვოა.

"სასამართლო სწორედაც მორგებულია რუსთავი 2-ის სუბიექტურ ინტერესებს და არ გამომდინარეობს იმ პრაქტიკიდან, რომელიც აქამდე ჰქონდა სასამართლოს. მეტსაც გეტყვით, კანონიც კი კრძალავს ნორმის მოქმედების შეჩერებას რომელიმე ერთი სუბიექტის, ერთი ან ორი ასეთი შერჩევითი სუბიექტების მიმართ. სამწუხაროდ პირველი კოლეგია ჩამოყალიბდა რაღაცა რუსთავი 2-ის სარჩელების განმხილველ კოლეგიად. ძალიან სამწუხაროა, რომ საეჭვო გადაწყვეტილებებს, ზედიზედ უკვე მერამდენე გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო,"- განაცხადა მანანა კობახიძემ. 

საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობით უკმაყოფილოა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერიც. 

"შენიშვნები გვაქვს, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ეს არის ცალმხრივი გადაწყვეტილება. ამ საქმემდე საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს საერთოდ არ ახსოვდა, რომ
არსებობს საკონსტიტუციო სასამართლო და ეს ადამიანები იღებენ ხელფასებს სახელმწიფოს ხარჯზე,"- განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ. 

კრიტიკას საკონსტიტუციო სასამართლოში უპასუხეს და მიღებული გადაწყვეტილება განმარტეს. 

"საკონსტიტუციო სასამართლო დაეყრდნო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ასევე შეაფასა ნორმის მოქმედება როგორც მოსარჩელესთან, ასევე მესამე პირებთან მიმართებით. საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და ვიწრო ნორმატიული შინაარსით შეაჩერა საკანონმდებლო სადაო ნორმატიული აქტის მოქმედება,"- განაცხადა  საკონსტიტუციო სამართლოს უფროსმა მრჩეველმა გიორგი ლომთაძემ.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ რამდენიმე დღის წინ ის ნორმა შეაჩერა რომელიც დროებითი მმართველის დანიშვნას ითვალისწინებს. 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus