იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი მომსამართლეთა არჩევნებში გეგმავს მონაწილეობის მიღებას.
კანონით ლევან მურუსიძეს ამის უფლება აქვს, თუმცა ოპოზიციისა და არასამთავრობოების მთავარი პრეტენზიის მიზეზი ის გარემოებაა, რომ მურუსიძე არჩევნების პროცესში ერთდროულად კანდიდატი და გადაწყვეტილების მიმღები პირი იქნება.
ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი ზაზა ხატიაშვილი კი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში სამართლიანი სასამართლოს იდეას ასამარებს.
მმართველ გუდში განამრტავენ, რომ ლევან მურუსიძე არჩევნებში მონაწილეობით კანონს არ არღვევს, ოპოზიცია კი ინტერესთა კონფლიქტზე საუბრობს. ნაციონალურ მოძრაობაში თვლიან, რომ ლევან მურუსიძეს ხელისუფლების მხარდაჭერა აქვს.
ბრალდებებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე პასუხობს და ამბობს, რომ ამ პროცესში არც ინტერესთა კონფლიქტია და არც უხერხულობას გრძნობს.
ლევან მურუსუძეს მოსამართლის ვადა აპრილში ეწურება. თუ მის კანდიდატურას იუსტიციის უმაღლესი საბჭო ჩააგდებს, მას თანამდებობის დატოვებაც მოუწევს. თუ მურუსიძეს მოსამართლის უფლებამოსილება გაუგრძელდება, ის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თანამდებობაზე 2017 წლის ზაფხულამდე დარჩება. ამ დროისთვის სააპელაციო სასამართლოში 61 ვაკანტური ადგილია. კენჭისყრა დაახლოებით ერთი თვის ვადაში გაიმართება.
ავტორი: თეონა ცხომელიძე