თბილისის ერთ-ერთ ქუჩას შესაძლოა, საქართველოს საპატიო მოქალაქის, ამერიკელი ბიზნესმენისა და საზოგადო მოღვაწის, ბობ უოლშის სახელი ეწოდოს – ამგვარი ინიციატივით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თბილისის მერიასა და საკრებულოს მიმართა. გიორგი კვირიკაშვილი ბობ უოლშის ხსოვნის საღამოს დაესწრო და მის მეგობრებთან ერთად, საქართველოს ნამდვილი ქომაგი გაიხსენა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ბობ უოლში ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს უდიდესი მხარდამჭერი იყო, რომელიც 80-იან წლებში […]