საქართველოს ეროვნული ბანკი ლარის გაცვლითი კურსის მნიშვნელოვან ცვლილებას არ ელოდება. სებ-ის პრეზიდენტის განმარტებით, ქვეყანაში მოქმედი მცურავი კურსის რეჟიმში, მოკლევადიანი მერყეობები ყოველთვის იქნება, თუმცა გრძელვადიან პერიოდში კურსს გამყარების ტენდენცია ექნება.