იტალიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 60-ს გადააჭარბა. ათობით ადამიანი ამ დრომდე ნანგრევებშია მოყოლილი. ცენტრალურ იტალიაში 6,2 მაგნიტუდის მიწიძვრა ადგილობრივი დროით დილის 03:36 საათზე მოხდა. ეპიცენტრი ქალაქ აკუმოლიდან ორ კილომეტრში, რიეტის პროვინციაში მდებარეობდა.