სირიაში რუსული სამხედრო ვერტმფრენი მი-8 ჩამოაგდეს – ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს: „პირველ აგვისტოს, იდლიბის პროვინციაში გახსნილი ცეცხლის შედეგად ჩამოგდებულ იქნა რუსეთის სამხედრო-სატრანსპორტო ვერტმფრენი “მი-8”, რომელიც ალეპოში ჰუმანიტარული დახმარების ჩატანის შემდეგ ჰმეიმის ბაზაზე ბრუნდებოდა. ჯერ უცნობია ვერტმფრენის ბორტზე მყოფი ეკიპაჟის სამი წევრის და ორი რუსი ოფიცრის ბედი“,- ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში. […]