რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ბოლო მონაცემებით, 10 აპრილს ვლადიკავკაზში მომხდარი აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 10-ზე მეტი დაშავდა. აფეთქება საცხოვრებელ უბანში მდებარე საწყობში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, საწყობში პიროტექნიკა ინახებოდა.