Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ "მემორიალი" ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ 9 აპრილს ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა "საერთაშორისო საზოგადოებრივი მოძრაობა "მემორიალი" და მას აუკრძალა რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედება. სასამართლოს სარჩელით რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ მიმართა.

სასამართლო განხილვა დახურულ რეჟიმში გაიმართა, საქმის დეტალები საჯარო არ არის. ვრცელდება ცნობა, რომ სასამართლოს სხდომაზე მივიდნენ ევროპის ქვეყნების, მათ შორის საფრანგეთის, გერმანიისა და ჩეხეთის დიპლომატები.

საერთაშორისო ასოციაცია "მემორიალის" მმართველობა აღნიშნავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებაში მოტანილი ორგანიზაცია არ არსებობს. "თუმცა პუტინის რეჟიმის რეპრესიული პრაქტიკებიდან გამომდინარე, ეჭვგარეშეა: სარჩელის "მოპასუხე" ასე ბუნდოვნად და გაუგებრად აღინიშნა არა დაუდევრობის გამო, არამედ სრულიად განზრახ. ეს შექმნის საფუძველს რუსეთში შემდგომი რეპრესიებისთვის ნებისმიერი "მემორიალური" ორგანიზაციის, მათი მონაწილეების და მომხრეების წინააღმდეგ", - უფლებადამცველების ამ განცხადებას ავრცელებს "ნასტოიაშჩეე ვრემია".

უფლებადამცველები ამ საქმეს უწოდებენ "ქვეყანაში ყველა დაუმორჩილებლის დაშინებისა და სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმების მორიგ მცდელობას".

"მემორიალის" ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადების და მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების მუშაობის აკრძალვის გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს. თუმცა, როგორც მოელიან, გადაწყვეტილება გასაჩივრდება.

"მემორიალი" არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ორგანიზაცია, რომელიც იძიებს პოლიტიკურ რეპრესიებს საბჭოთა კავშირსა და რუსეთში. ორგანიზაცია 1989 წელს შეიქმნა, მის დამფუძნებლებს შორის იყო ანდრეი სახაროვი - ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში.

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ 2021 წლის 28 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება ე.წ. უცხოეთის აგენტების რეესტრში შეტანილი "საერთაშორისო მემორიალის" ლიკვიდაციის შესახებ. სარჩელი სასამართლოში რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ შეიტანა. ფორმალური მიზეზი იყო რამდენიმე ადმინისტრაციული პროტოკოლი, რომლებიც ეხებოდა ორგანიზაციის მხრიდან "უცხოეთის აგენტების" კანონის თითქოს დარღვევას. ერთი დღის შემდეგ მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო უფლებადამცველი ცენტრის, "მემორიალის" შესახებ.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus