Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

Reuters: ლიბანზე ისრაელის დარტყმები საფრთხეს უქმნის ირანში ცეცხლის შეწყვეტას, ჰორმუზის სრუტე კვლავ დაკეტილია

9 აპრილს ისრაელმა კვლავ დაბომბა სამიზნეები ლიბანში, რითაც კიდევ უფრო გამოუთხარა ძირი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას აშშ-სა და ირანს შორის - მანამდე ისრაელის მხრიდან ყველაზე მასშტაბურ დარტყმას 250-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა მის მეზობელ ქვეყანაში - იუწყება სააგენტო Reuters-ი.

პაკისტანში ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩაკეტეს დედაქალაქი ისლამაბადი, სადაც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის პირველი სამშვიდობო მოლაპარაკების გამართვას ელიან. ფეშენებელურ სასტუმრო Serena Hotel-თან მისასვლელი გზები 3 კილომეტრის რადიუსითაა ჩაკეტილი - მოელიან, რომ ამ სასტუმროში გაჩერდებიან აშშ-ის და ირანის დელეგაციები. სასტუმროს სტუმრებს კვირა დღემდე მისცეს გასვლის ვადა.

თუმცა ჯერჯერობით არ იკვეთება ნიშნები, რომ ირანი აპირებს ჰორმუზის სრუტის გახსნას. ამ სრუტის დახურვამ გლობალური ენერგეტიკის მიწოდებაში მასშტაბური წყვეტა გამოიწვია. თეირანი აცხადებს, რომ შეთანხმება არ შედგება, სანამ ისრაელი ლიბანს ბომბავს.

ისრაელი - რომელიც ლიბანში გასულ თვეში შეიჭრა, ირანთან ომის პარალელურად, იმ მიზნით, რომ აღმოეფხვრა ირანთან კავშირის მქონე დაჯგუფება, ჰეზბოლა - აცხადებს, რომ ლიბანში მისი ნაბიჯები არ არის აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ სამშაბათს გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ნაწილი.

ვაშინგტონიც აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტა არ ფარავს ლიბანს - მაგრამ ირანი და პროცესის შუამავალი პაკისტანი აცხადებენ, რომ ლიბანი პირდაპირ იყო შეთანხმების ნაწილი. სხვა ქვეყნებიც - მათ შორის დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი - აცხადებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტა ლიბანსაც უნდა შეეხოს.

ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ის შეიარაღებული ძალები ახლო აღმოსავლეთში დარჩებიან, სანამ არ აღსრულდება ირანთან მიღწეული შეთანხმება.

"აშშ-ის ყველა გემი, თვითმფრინავი და არმიის პერსონალი - დამატებით ტყვია-წამალთან, იარაღთან და სხვა ყველაფერთან ერთად, რაც შესაბამისი და საჭიროა უკვე მნიშვნელოვნად დასუსტებული მტრის სასიკვდილო დევნისთვის და განადგურებისთვის - ადგილზე დარჩება, ირანში და მის შემოგარენში, მანამ, სანამ ნამდვილი შეთანხმება არ იქნება მიღწეული და სრულად დაცული. თუ რაიმე მიზეზით ეს არ მოხდება - რაც ნაკლებად სავარაუდოა - მაშინ 'იწყება სროლა' - უფრო დიდი, უკეთესი და ძლიერი, ვიდრე ვინმეს უნახავს. ეს შეთანხმება დიდი ხნის წინ შედგა, საწინააღმდეგოს მამტკიცებელი ყალბი რიტორიკის მიუხედავად - არანაირი ბირთვული იარაღი, და ჰორმუზის სრუტე იქნება ღია და უსაფრთხო. ამავდროულად, ჩვენი დიადი არმია იტვირთება და ისვენებს და, რეალურად, მოუთმენლად ელის თავის შემდეგ გამარჯვებას. ამერიკა დაბრუნდა!" - წერს ტრამპი პლატფორმა Truth Social-ზე.

აშშ-მა და ირანმა მიმდინარე კვირაში გამოაცხადეს შეთანხმებაზე ცეცხლის ორი კვირის ვადით შეწყვეტის შესახებ - რამდენიმე საათით ადრე მანამ, სანამ ამოიწურებოდა ტრამპის მიერ თეირანისთვის დაწესებული ბოლო ვადა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus