Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

აფხაზეთის ყოფილი ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი სამუშაოდ პუტინის ადმინისტრაციაში დაბრუნდა

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა ისევ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმუშავებს. ამის შესახებ რუსული გამოცემა РБК წერს ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.

ინალ არძინბა, რომელიც აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიდან 2024 წლის მაისში გაათავისუფლეს, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობდა 2014-2018 წლებშიც.

სად დასაქმდა ინალ არძინბაგამოცემა РБК-ს მიერ 9 აპრილს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ინალ არძინბა სათავეში ჩაუდგა სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის სამმართველოს სტრატეგიული ინიციატივების კოორდინაციის დეპარტამენტს, რომელიც დაკავებულია პოლიტიკით უცხოეთის ქვეყნების მიმართ.

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 2025 წლის აგვისტოში შექმნილი სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი სახელმწიფო კორპორაცია „როსატომის“ ერთ-ერთი ყოფილი ხელმძღვანელი ვადიმ ტიტოვია, თავად ეს სამმართველო კი პუტინის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილის, სერგეი კირიენკოს „ბლოკში" შედის.რუსული გამოცემის წყაროთა თანახმად, სამმართველოს სტრუქტურაში არსებულ დეპარტამენტში ინალ არძინბას პასუხისმგებლობის სფეროში ნაწილობრივ შედიან აფრიკის ქვეყნებიც. დეპარტამენტში ქვეყნების მიხედვით მკაფიო გამიჯვნა არ არის და თანამშრომლები სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ამოცანის გადაჭრით არიან დაკავებული.

ინალ არძინბამ РБК-ს სატელეფონო ზარებს და შეტყობინებებს არ უპასუხა.

ინალ არძინბა, რომელიც აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას ნათესავია, 2021 წლის ნოემბერში, 31 წლის ასაკში დაინიშნა დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრად და ამ მოვალეობას 2024 წლის 7 მაისამდე ასრულებდა.2014-2018 წლებში ინალ არძინბა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობდა დსთ-ს ქვეყნებთან, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამმართველოში. მანამდე ხელმძღვანელობდა რუსეთის პატრიარქთან არსებულ ახალგაზრდულ საქმეთა საზოგადოებრივ საბჭოს.აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდში ინალ არძინბა მწვავედ აკრიტიკებდა დასავლეთის სახელმწიფოებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს, საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) და ევროკავშირს ადანაშაულებდა აფხაზეთის „აგრესიულ იზოლაციაში".2023 წელს არძინბამ USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტები აკრძალა და პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა სამხრეთ კავკასიაში ამ ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელი ჯონ პენელი.ინალ არძინბა იყო აფხაზეთში ე.წ. აგენტების კანონის მიღების აქტიური მხარდამჭერი.არძინბას, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პირველი ვადით მუშაობის პერიოდში დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებთან ურთიერთობების კურატორი იყო, უკრაინა ადანაშაულებს სახელმწიფო საზღვრების შეცვლის მცდელობასა და ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგის დარღვევაში. უკრაინას არძინბაზე საერთაშორისო ძებნა აქვს გამოცხადებული და შეყვანილი ჰყავს უკრაინის მტრების სიაში.ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიდან გათავისუფლების დღეს, 2024 წლის 7 მაისს ინალ არძინბამ განაცხადა, რომ თავად გადადგა და მოსკოვშია ახალი სამსახურის დასაწყებად. იმავე წლის სექტემბერში აფხაზური წყაროები იუწყებოდნენ, რომ არძინბამ მოსკოვში სამსახური ვერ იშოვა და სოხუმში დაბრუნდა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus