Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

რუსეთის უშიშროებამ დააკავა და სამშობლოს ღალატში ბრალი დასდო რადიო თავისუფლების ყოფილ თანამშრომელს

რუსეთის უშიშროების მთავარმა სააგენტომ დააკავა რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების (RFE/RL) რუსული სამსახურის ყოფილი შტატგარეშე კორესპონდენტი - უშიშროება დაკავებულს სამშობლოს ღალატში სდებს ბრალს და აცხადებს, რომ მას, თითქოს, უკრაინის უშიშროებასთან ჰქონდა კავშირი.

უშიშროების ფედერალურ სამსახურს (FSB) დაკავებულის ვინაობა არ გაუსაჯაროებია - მხოლოდ ითქვა, რომ ეს პირი 1960 წელსაა დაბადებული ციმბირის ოლქში, ჩიტაში.

ეფესბე დაკავებულს ბრალს სდებს "მტრისთვის იმ ინფორმაციის მიწოდებაში, რომელიც ეხებოდა ადგილობრივი ბეჭდური პუბლიკაციის საინფორმაციო წყაროებს, სპეციალიზებულს საგანგებო საბრძოლო ოპერაციის პროგრესის გაშუქებაში". რუსეთის ხელისუფლება უკრაინაში მის მიერ წარმოებულ ომს უწოდებს "საგანგებო საბრძოლო ოპერაციას". განცხადებაში ნათქვამი არ არის დროის რა პერიოდზეა ლაპარაკი.

გასულ კვირაში საინფორმაციო საშუალება Chita.ru ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ დაკავებულია კაცი სახელით ალექსანდრ ა. - ამ ცნობაში ეს პირი მოხსენიებული იყო ადგილობრივი პოლიტიკური პარტიის ლიდერად. ცნობის თანახმად, ამავე პერიოდში კიდევ ორი პირი დააკავეს.

ტელეგრამის არხმა, Siberian Express-მა დაკავებულის სახელი სრულად გამოაქვეყნა - ალექსანდრ ანდრეევი, რომელიც მუშაობდა ნავთობის ყოფილი მაგნატის, ამჟამად ემიგრაციაში მცხოვრები მიხაილ ხოდორკოვსკის მიერ დაფინანსებული საინფორმაციო საშუალებისთვის.

რუსეთის სახელმწიფო სააგენტო TASS იუწყება, რომ დაკავებული პირი უწინ RFE/RL-ის შტატგარეშე თანამშრომელი იყო. ანდრეევი რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის შტატგარეშე კორესპონდენტი იყო ადრეულ 2010-იან წლებში.

RFE/RL ჯერჯერობით ოფიციალურ განცხადებას არ ავრცელებს ამ ცნობების გარშემო.

ათწლეულზე მეტია რუსეთის ხელისუფლება მზარდ ზეწოლას ახორციელებს დამოუკიდებელ მედიაზე, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე, უფლებადამცველებზე და სხვა არასამთავრობო ჯგუფებზე. პროკურორები ე.წ. "უცხოეთის აგენტების" კანონს იყენებენ საბაბად, რათა რთული მოთხოვნები დაუწესონ რუსეთის გარეთ მოქმედი მედიასაშუალებების ჟურნალისტებს.

სამშობლოს ღალატის ბრალდება რუსეთის კანონმდებლობაში ბევრად უფრო სერიოზულია, "აგენტების კანონის" დარღვევებთან შედარებით. 2023 წელს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც სამშობლოს ღალატში დამნაშავედ ცნობილ პირებს სასჯელად უწესდებათ პატიმრობა 20 წლის ვადიდან - სამუდამომდე.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus