Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

კობახიძემ მდინარაძეს წოდება კიდევ ერთხელ აუმაღლა - ის სახელმწიფო უსაფრთხოების პოლკოვნიკი გახდა

2026 წლის 8 აპრილიდან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების პოლკოვნიკია. მას წოდება მორიგ ჯერზე „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აუმაღლა.
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, სახელმწიფო უსაფრთხოების ვიცე-პოლკოვნიკს, მამუკა მდინარაძეს, ვადამდე მიენიჭოს მორიგი უფროსი სპეციალური წოდება "სახელმწიფო უსაფრთხოების პოლკოვნიკი", - წერია ბრძანებაში.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძეს სპეციალურ წოდებას ანიჭებს და სტატუსს უმაღლებს. მაგალითად, გასული წლის დეკემბერში ორ დღეში მან ორი სპეციალური წოდება მიიღო.
2025 წლის 25 დეკემბრის ბრძანებით, მამუკა მდინარაძეს ჯერ „სახელმწიფო უსაფრთხოების კაპიტნის“ წოდება მიენიჭა;მეორე დღეს, 26 დეკემბერს კი - „სახელმწიფო უსაფრთხოების მაიორის“.იქამდე, 2025 წლის 3 სექტემბერს, „სახელმწიფო უსაფრთხოების ლეიტენანტის" წოდება მიენიჭა. 23 ოქტომბერს კი - „უფროსი ლეიტენანტის“ წოდება.2026 წლის 9 მარტს მას სახელმწიფო უსაფრთხოების ვიცე-პოლკოვნიკის წოდება მიენიჭა.

„ქართულმა ოცნებამ“ 10 წლის განმავლობაში სუსის უფროსი მეოთხედ შეცვალა. მამუკა მდინარაძე ამ თანამდებობაზე 2025 წლის 3 სექტემბერს დაინიშნა. კენჭისყრაზე მის კანდიდატურას მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ ყოფილა.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან მოყოლებული, მამუკა მდინარაძე ყველა მოწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო.
2016 წლის შემდეგ, მდინარაძე ძირითადად “ქართული ოცნების” უმრავლესობის ლიდერის პოზიციას იკავებდა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში იყო ასევე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე.
მდინარაძე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წამყვანი სპიკერი იყო ე.წ. გლობალური ომის პარტიაზე, "დიპ სტეიტსა" და საქართველოს ომში ჩართვაზე. პარლამენტში გამართულ ბრიფინგებზე ხშირად კამათობდა კრიტიკულ მედიასთან, მწვავედ უპირისპირდებოდა „რადიკალურ ოპოზიციას“.
მდინარაძე ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებს დაუპირისპირდა. 2022 წლის ივნისში ის ამბობდა, რომ საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნა ევროპარლამენტარებს სურთ. მას შემდეგ მისი ბრალდებებიც დამძიმდა და ბრალდების ადრესატთა წრეც გაფართოვდა.
პარლამენტში მოხვედრამდე, მამუკა მდინარაძე სხვადასხვა დროს მუშაობდა გამომძიებლად, ადვოკატად, „ადვოკატთა ალიანსის“ თავმჯდომარედ, „საქართველოს პარაოლიმპიური ფონდის“ პრეზიდენტად; 2014 წელს დააფუძნა (ა)აიპი „სამართლის მონიტორინგის ცენტრი", 2015 წელს კი - შპს „მდინარაძე და პარტნიორი ადვოკატები“.
მამუკა მდინარაძე თანამდებობაზე ექვსი წლის ვადით აირჩიეს. მანამდე სუსს ხუთი თვის განმავლობაში ანრი ოხანაშვილი ხელმძღვანელობდა. ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ექვსი წლის ვადით იყო არჩეული.
1 ოქტომბერს მამუკა მდინარაძემ სუსის ახალი უფროსის რანგში პირველი ექსკლუზიური ინტერვიუ პროსახელისუფლებო „იმედს“ მისცა. ინტერვიუს მთავარი ხაზი ოპოზიციური ჯგუფების მიერ 4 ოქტომბერს დაგეგმილი „მშვიდობიანი დამხობა“ იყო.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus