Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ტრამპი დათანხმდა „ირანის დაბომბვა და თავდასხმა“ ორი კვირით შეაჩეროს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ დათანხმდა „ირანის დაბომბვა და თავდასხმა ორი კვირით შეაჩეროს“.
7 აპრილს მან ვადა მისცა ირანს, დათანხმდეს პირობებს, თორემ დაიმუქრა, „მთელი ცივილიზაცია დღეს ღამით მოკვდება.“
მოგვიანებით, ტრამპმა განაცხადა, რომ ესაუბრა პაკისტანის - ვაშინგტონსა და თეირანს შორის შუამავალი ქვეყნის ლიდერებს.
პაკისტანმა უფრო ადრე განაცხადა, რომ ირანის ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტისკენ ისწრაფოდა.

„პაკისტანის პრემიერმინისტრ შეჰბაზ შარიფთან და ფელდმარშალ ასიმ მუნირთან საუბრების საფუძველზე, სადაც მათ მთხოვეს, რომ დღეს საღამოს ირანში გაგზავნილი გამანადგურებელი ძალები შევაჩერო იმ პირობით, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა დათანხმდება ჰორმუზის სრუტის სრულ, დაუყოვნებლივ და უსაფრთხო გახსნას,- ვეთანხმები ირანის დაბომბვისა და თავდასხმების ორი კვირის განმავლობაში შეჩერებას“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ მედიაში.

„ეს იქნება ორმხრივი ცეცხლის შეწყვეტა“, - თქვა ტრამპმა.


ტრამპი წერს, რომ მიზეზი ის არის, რომ ჩვენ უკვე მივაღწიეთ და გადავაჭარბეთ ყველა სამხედრო მიზანს და ძალიან შორს ვართ ირანთან გრძელვადიანი მშვიდობისა და ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის შესახებ საბოლოო შეთანხმების მიღწევისგან.
ჩვენ მივიღეთ 10-პუნქტიანი წინადადება ირანისგან და გვჯერა, რომ ეს არის მისაღები საფუძველი მოლაპარაკებებისთვის.
წარსულში არსებული დავის თითქმის ყველა პუნქტი შეთანხმებულია შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის, მაგრამ ორკვირიანი პერიოდი საშუალებას მისცემს შეთანხმებას საბოლოოდ დასრულდეს, წერს ტრამპი თავის truthsocial-ზე და აცხადებს, რომ მისთვის "დიდი პატივია, რომ ეს გრძელვადიანი პრობლემა მოგვარებასთან ახლოსაა".

ირანის უზენაესი უშიშროების საბჭომ დაადასტურა თავისი განცხადებით, რომ მან შეერთებულ შტატებს 10-პუნქტიანი წინადადება წარუდგინა პაკისტანის მეშვეობით - იტყობინება სახელმწიფო მედია.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ირანის მიერ ჰორმუზისსრუტის გახსნის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში შევა - იტყობინება AXIOS-ი.
თეთრი სახლის ორი წარმომადგენლის თანახმად, მათ ნათქვამს Reuters-ის სააგენტო ავრცელებს, ისრაელი ასევე დათანხმდა ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას და დაბომბვის შეჩერებას.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus