Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

პორტუგალია აცხადებს, რომ აშშ აზორის კუნძულების ბაზას იმ პირობით გამოიყენებს, რომ სამოქალაქო ინფრასტრუქტურა არ იქნება მიზანში ამოღებული

პორტუგალიამ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ-სა და ისრაელის ომის დაწყებიდან მან აშშ-ის თვითმფრინავებს აზორის კუნძულებზე, ლაჟიშის საჰაერო ბაზაზე 76 დაშვებისა და მისი ტერიტორიის თავზე 25 გადაფრენის უფლება მისცა იმ პირობით, რომ ისინი სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დასაბომბად არ იქნებოდა გამოყენებული.

საგარეო საქმეთა მინისტრმა, პაულუ რენჟელმა საპარლამენტო მოსმენაზე განაცხადა, რომ აშშ-მ პირობა შეასრულა ნატოს ორ მოკავშირეს შორის „ლოიალური თანამშრომლობის“ სულისკვეთებით, თუმცა აღნიშნა, რომ რამდენჯერმე დაშვებაზეც უარი ეთქვათ.

ესპანეთმა, საფრანგეთმა, იტალიამ, ავსტრიამ და შვეიცარიამ, ირანში ომთან დაკავშირებით, შეზღუდეს ან უარი თქვეს აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავების შესვლაზე მათ საჰაერო სივრცეში ან ბაზებზე.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანს - ვაშინგტონის დროით საღამოს 8 საათამდე - თეირანში 7 აპრილი ს დილის 3:30 საათამდე - მისცა ვადა, რათა დაასრულოს სპარსეთის ყურის ნავთობის ბლოკადა, წინააღმდეგ შემთხვევაში აშშ-ის მიერ ირანში ყველა ხიდისა და ელექტროსადგურის განადგურებით დაემუქრა.

„ჩვენ წინააღმდეგი ვართ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ნებისმიერი თავდასხმის და ეს ლაჟეშის საჰაერო ბაზის გამოყენების პირობად დავაყენეთ“, - განაცხადა რენჟელმა და განმარტა, რომ ლისაბონი ნებართვას იძლევა ბაზის სამხედრო მოქმედებებისთვის გამოყენების შესახებ შეერთებულ შტატებზე თავდასხმის შემთხვევაში, იმ პირობით, თუ რეაგირება იქნება „აუცილებელი და პროპორციული“ და არ იქნება მიმართული მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.

„პორტუგალიის მთავრობა ყოველთვის ცდილობდა ამ საკითხის გამჭვირვალედ მოგვარებას. ჩვენ ვამბობთ, როდის ვიძლევით ამის უფლებას და როდის ხდება აშშ-ის თვითმფრინავების ტრანზიტული ფრენები…”

ლაჟეშის საჰაერო ბაზა სტრატეგიული ცენტრია, სადაც განთავსებულია აშშ-ის საჰაერო ძალების 65-ე საჰაერო ბაზის ფრთა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus