დედაქალაქში, აბანოთუბანში „ჰეიდარ ალიევის სახელობის კულტურის ცენტრის“ აშენება იგეგმება, რის გამოც ხუთ ოჯახს, წინააღმდეგობის მიუხედავად, ექსპროპრიაციის გზით, ქონებას ჩამოართმევენ. გადაწყვეტილებას ხელს აწერს „ქართული ოცნების“ მთავრობის ეკონომიკის მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი.