Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

გროზნოს სასამართლომ “ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერია” ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა

რუსეთის ჩეჩნეთის რეგიონის დედაქალაქ გროზნოს სასამართლომ "ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერია" (ჩრი) ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა და რუსეთის ფარგლებში მისი საქმიანობა აკრძალა.

ამის შესახებ ფსბ-ის პრესსამსახურმა განაცხადა. როგორც ტელეგრამის არხი "7x7" აღნიშნავს, ორგანიზაციის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება სინამდვილეში 12 მარტს იქნა მიღებული.
გარდა ამისა, ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადდა “იჩქერიის” 29 ფილიალი 14 ევროპულ ქვეყანაში.

უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, 1991 წელს დაარსებულ "ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიას" ამჟამად ხელმძღვანელობს ჩეჩენი დისიდენტი ახმედ ზაკაევი, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში ცხოვრობს. განცხადების თანახმად, დაჯგუფების წევრები მონაწილეობენ საბრძოლო მოქმედებებში უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს რუსეთის არმიის წინააღმდეგ და ასევე ჩართულნი იყვნენ კურსკისა და ბელგოროდის ოლქებში განხორციელებულ სადაზვერვო-სადესანტო ოპერაციებში.
ზაკაევი სეპარატისტული იჩქერიის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო და ჩეჩნეთის მეორე ომის დაწყების შემდეგ საველე მეთაური გახდა. 2001 წელს რუსეთმა ის ტერორიზმის ბრალდებით საერთაშორისო ძებნილთა სიაში შეიყვანა.

2003 წელს ლონდონის სასამართლომ ზაკაევის ექსტრადიციის წინააღმდეგ გადაწყვეტილება იმ საფუძვლით მიიღო, რომ მას პოლიტიკური შეხედულებების გამო დევნიდნენ. მას გაერთიანებულ სამეფოში პოლიტიკური თავშესაფარი მიენიჭა.

2024 წელს რუსეთში ზაკაევის წინააღმდეგ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მოხალისეთა ბატალიონის შექმნისთვის და შეიყვანეს ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში. მას ბრალი წაუყენეს ტერორისტული ორგანიზაციის შექმნისა და ტერორიზმის საჯაროდ გამართლებისთვის.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus