Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ტრამპი აცხადებს, რომ ირანი, შესაძლოა, სამშაბათს "გაჩანაგდეს", ჰეგსეთი ამბობს, რომ მოსალოდნელია მასშტაბური თავდასხმები

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 6 აპრილს ჟურნალისტებს უთხრა, რომ ირანი, შესაძლოა, ერთ ღამეში გაჩანაგდეს, "და ეს ღამე შესაძლოა ხვალინდელი ღამე იყოს". ტრამპმა თეირანი გააფრთხილა, რომ ის შეთანხმებას სამშაბათამდე უნდა დათანხმდეს - წინააღმდეგ შემთხვევაში მას უფრო მასშტაბური დაბომბვა ელის. "იმედი მაქვს არ მომიწევს ამის გაკეთება" - დასძინა ტრამპმა.

მანამდე ტრამპმა სამშაბათის ღამე დაუწესა ირანს ბოლო ვადად ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე დასათანხმებლად - სხვა შემთხვევაში დარტყმები განხორციელდება მის ელექტროსადგურებსა და სხვა მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე. ტრამპი მოითხოვს ირანმა უარი თქვას ბირთვული იარაღის განვითარებაზე და გახსნას ჰორმუზის სრუტე.

სააგენტო Reuters-ს მოაქვს ოპერაციის კრიტიკოსების მოსაზრება - რომ სამოქალაქო ელექტროსადგურებზე იერიშები შესაძლოა ომის დანაშაულებს გაუტოლდეს. თუმცა ტრამპმა ეს მოსაზრება 6 აპრილს უარყო.

"ამაზე არ ვდარდობ. იცით, რა არის ომის დანაშაული? ატომური იარაღის ქონა" - თქვა ტრამპმა პრესკონფერენციამდე, ბავშვებისთვის გამართულ სააღდგომო ღონისძიებაზე თეთრი სახლის ეზოში.

პენტაგონის ხელმძღვანელმა, პიტ ჰეგსეთმა 6 აპრილის პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ორშაბათს განხორციელდება ყველაზე მასშტაბური დარტყმები ირანის წინააღმდეგ საბრძოლო კამპანიის დაწყების დღიდან - და თეირანი გააფრთხილა, რომ იერიშები გაგრძელდება.

ტრამპმა ასევე თქვა, რომ ვაშინგტონს აქვს უამრავი ცნობა ირანელი სამოქალაქო პირებისგან, რომლებიც აშშ-ს მოუწოდებენ არ შეწყვიტონ ირანის ხელისუფლების დამხობის მცდელობა.

"ისინი მზად არიან იტანჯონ, რათა თავისუფლება ჰქონდეთ" - განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს ასევე უთხრა, რომ, მისი აზრით, ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების შემთხვევაში მთავრობის წინააღმდეგ ირანელი ხალხი უნდა გამოვიდეს - თუმცა დასძინა, რომ მათთვის ამის გაკეთება ძალიან სახიფათოა.

"დიახ, ეს უნდა გააკეთონ, მაგრამ შედეგები კვლავ დიდია" - თქვა ტრამპმა პრესკონფერენციაზე და დასძინა - "მათ უთხრეს - თუ პროტესტს გამოთქვამთ, მყისიერად გესვრიან".

ტრამპა, ჰეგსეთმა და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) ხელმძღვანელმა, ჯონ რეტკლიფმა ამავე პრესკონფერენციაზე ილაპარაკეს ირანის თავზე ჩამოგდებული აშშ-ის თვითმფრინავის პილოტის გადარჩენის წარმატებულ ოპერაციაზე.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus