Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ზელენსკი: უკრაინამ, აშშ-ის შუამავლობით, რუსეთს შესთავაზა "ენერგეტიკული ზავი"

რუსეთში ენერგომატარებლების ექსპორტთან დაკავშირებულ სამიზნეებზე განხორციელებული თავდასხმების სერიის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა შეწყვიტოს დარტყმები რუსეთის ენერგეტიკის ობიექტებზე, თუკი მოსკოვი იტყვის უარს თავდასხმების განხორციელებაზე უკრაინის ენერგეტიკის სამიზნეებზე. 6 აპრილის საღამოს ვიდეომიმართვაში ზელენსკი აზუსტებს, რომ "ენერგეტიკული ზავის" შესახებ წინადადება რუსეთის მხარეს აშშ-ის შუამავლობით აცნობეს.

"თუ რუსეთი მზად იქნება შეწყვიტოს დარტყმები ჩვენს ენერგეტიკაზე, ჩვენც მზად ვიქნებით მათ სარკისებურად ვუპასუხოთ" - თქვა ზელენსკიმ. მისი განცხადებით, ძალაში რჩება ასევე წინადადება სააღდგომო ზავზე, თუმცა რუსეთი ამაზე არ რეაგირებს.

ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთი მშვიდობას არ დათანხმდება მანამ, სანამ შეუძლია თავს ომის წარმოების უფლება მისცეს, ეს შესაძლებლობა პირდაპირაა დაკავშირებული ნავთობის ექსპორტთან - ხოლო ნავრობის ფასი გაიზარდა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო. უკრაინის პრეზიდენტმა კვლავ დაუჭირა მხარი ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც რუსეთს მოგებას შეუზღუდავს.

კრემლში მანამდე აცხადებდნენ, რომ სამშვიდობო გადაწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში ახლა "პაუზაა", თუმცა მოლაპარაკება ბოლომდე არ ჩაშლილა და რუსეთი განაგრძობს ინფორმაციის გაცვლას აშშ-ის შუამავლებთან. "ენერგეტიკული ზავის" წინადადებაზე მოსკოვს ჯერჯერობით პასუხი არ გაუცია.

6 აპრილის ღამეს უკრაინის დრონებმა ნოვოროსიისკში დააზიანეს ნავთობის ტერმინალი "შესხარისი". ეს მნიშვნელოვანი კომპლექსია ნავთობისა და ნავთობის პროდუქტების შენახვისთვის და გადაზიდვებისთვის რუსეთის სამხრეთში. მარტის განმავლობაში უკრაინამ რამდენჯერმე განახორციელა იერიში რუსეთის ბალტიის პორტებზე.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus