Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

უკრაინაში ოდესა, რუსეთში ნოვოროსიისკი - გასულ ღამით დრონებით მორიგი შეტევა იყო

რუსეთის ჯარებმა გასულ ღამით უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა მიიტანეს უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესაზე.

ოდესის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ სერჰი ლისაკის ტელეგრამ-არხზე 6 აპრილს გამთენიისას გამოქვეყნებული ინფორმაციით, დანგრეულია მრავალბინიანი სახლის ნაწილი მესამედან მეხუთე სართულის ჩათვლით. გრძელდება სამძებრო-სამაშველო ოპერაცია.

ლისაკის ცნობითვე, დაზიანებულია რამდენიმე კერძო სახლიც. ჰოსპიტალიზებულია ხუთი დაშავებული.

განახლება: დილის რვა საათისთვის ლისაკის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა განახლებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, ოდესაში დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის ბავშვი. დაშავდა 10, რომელთაგან ორის მდგომარეობა მძიმეა. ოდესის პრიმორსკის რაიონში დაზიანებულია ერთი მრავალსართულიანი და შვიდი კერძო სახლი, ხოლი კიევის რაიონში - ერთი მრავალსართულიანი და ხუთი კერძო სახლი, სკოლამდელი დაწესებულება და მაღაზია.

გასულ ღამით დრონებით შეტევა იყო რუსეთის კრასნოდარის მხარის ქალაქ ნოვოროსიისკზე, სადაც შავ ზღვაზე რუსეთის უმსხვილესი პორტი და შავი ზღვის ფლოტის სამხედრო ბაზა მდებარეობს.

კრასნოდარის მხარის გუბერნატორ ვენიამინ კონდრატიევის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ცნობით, დაზიანებულია 6 მრავალბინიანი და 2 კერძო სახლი, დაიჭრა 8 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი.

გუბერნატორის თანახმად, უკრაინული დრონების „ნამსხვრევები აღმოჩენილია რამდენიმე საწარმოს ტერიტორიაზე“. კონდრატიევს კონკრეტული საწარმოები, ან მათთვის მიყენებული ზიანი არ დაუკონკრეტებია.

რუსეთის ხელისუფლების მიერ „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადებული გამოცემა ASTRA თვთმხილველთა მიერ გადაღებული ვიდეოს ანალიზის საფუძველზე წერს, რომ ნოვოროსიისკში შეტევა იყო ნავთობის გადატვირთვის კომპლექს „შესხარისზე“, რომელიც რუსეთის სამხრეთში ამ ტიპის უმსხვილესი ობიექტია. ის უზრუნველყოფს ნავთობის და ნავთობპროდუქტების მიღებას, შენახვას და საექსპორტოდ ტანკერებზე გადატვირთვას.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა „შესხარისს“ 2026 წლის მარტის დასაწყისშიც დაარტყეს.

უკრაინის თავდაცვის ძალები რუსეთის ტერიტორიაზე ხშირად უტევენ ნავთობის საცავებს, ნავთობგადამამუშავებელ და სამხედრო დანიშნულების ქარხნებს და სხვა საწარმოებს, რომლებიც კიევის თანახმად, რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ და „ომის ბიუჯეტს" ავსებენ.რუსეთი ამ შეტევებს „ტერორისტულს" უწოდებს, უკრაინა კი - „კანონიერ სამიზნეებზე" დარტყმებს რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus