Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ზელენსკიმ სამშვიდობო მოლაპარაკებების გასაგრძელებლად დაპატიჟა აშშ-ის დელეგაცია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის დელეგაცია მიიწვია კიევში, რათა მოსკოვის მონაწილეობით განახლდეს სამმხრივი მოლაპარაკებები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულების პირობების შესახებ. ამის თაობაზე AFP და „ევროპეისკა პრავდა“ იტყობინებიან 3 აპრილს.

„კიევში მოვიწვიე ამერიკის მომლაპარაკებელთა დელეგაცია. დელეგაცია ყოველ ღონეს იხმარს არსებულ ვითარებაში, ირანთან ომის დროს, რათა კიევში ჩამოვიდეს. ეს ალტერნატიული ვარიანტია სამმხრივი შეხვედრისა ტექნიკური ჯგუფების დონეზე. ამერიკის ჯგუფს შეუძლია ჩვენთან ჩამოვიდეს და შემდეგ მოსკოვში გაემგზავროს,“ მოჰყავს „ევროპსკა პრავდას“ ციტატა ჟურნალისტების წინაშე უკრაინის პრეზიდენტის გამოსვლიდან.

როგორც სააგენტო Reuters-ი აზუსტებს, ზელენსკიმ სამშვიდობო მოლაპარაკებების განსაახლებლად ამერიკელები დაპატიჟა მიმდინარე კვირის დამდეგს, ონლაინ რეჟიმში ურთიერთობისას. ცნობაში ნახსენებია, რომ პასუხად „დადებითი სიგნალები“ იქნა მიღებული.

თავის მხრივ „ინტერფაქს-უკრაინა“ იხსენებს, რომ უკრაინის მხარემ აშშ-ს გაუგზავნა თხოვნა სააღდგომოდ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. მაგრამ უცნობია, შეძლებენ თუ არა ამერიკელები მოსკოვისთვის ამ წინადადების გადაცემას, აზუსტებენ პუბლიკაციის ავტორები.

„ყველამ ვიხილეთ მედიაში მათი პასუხი: რომ ისინი თითქოს ამისთვის მზად არ არიან. არ ვიცი, რამდენად სერიოზულია ეს პასუხი. ამერიკის მხარეს ჩვენი წინადადება გადავეცით. არ ვიცი, ექნებათ თუ არა მათ რუსებისთვის მისი გადაცემის საშუალება. ვნახოთ. აღდგომისთვის ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე ჩვენი წინადადება ძალაში რჩება,“ მოჰყავს სააგენტოს ზელენსკის სიტყვები.

ჟურნალისტებთან შეხვედრისას უკრაინის პრეზიდენტმა უკრაინისა და დიდი ბრიტანეთის დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ კიევისთვის ფრონტზე ვითარება საუკეთესოა უკანასკნელი 10 თვის განმავლობაში.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus