თეკლა გერსამიას, რომელსაც გამოძიება ქმრის მკვლელობას ედავება, ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტს უახლოეს დღეებში გამოუტანენ. ბოლო სხდომები თბილისის საქალაქო სასამართლოში ერთმანეთის მიყოლებით მიმდინარეობს. ადვოკატები ელოდებიან, რომ ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტის გამოსატანად 3 აპრილს, საღამოს გავლენ.