Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ესპანეთის პრემიერი ისრაელში მიღებულ სიკვდილით დასჯის კანონს უწოდებს "აპარტეიდისკენ გადადგმულ ნაბიჯს"

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა დაგმო და "აპარტეიდისკენ გადადგმული ნაბიჯი" უწოდა ორშაბათს ისრაელის პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს, რომელიც სიკვდილით დასჯის განაჩენს აწესებს სამხედრო ტრიბუნალების მიერ სისხლიანი თავდასხმების გამო მსჯავრდადებული პალესტინელებისთვის.

"ეს არის ასიმეტრიული ნაბიჯი, რომელიც არ შეეხება ამავე დანაშაულის ჩამდენ ისრაელელებს. იგივე დანაშაული, განსხვავებული სასჯელი. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი აპარტეიდისკენ. მსოფლიო არ შეიძლება ამას გაჩუმებული შეხვდეს" - წერს სანჩესი პლატფორმაზე X 31 მარტს.

აპარტეიდი იყო რასობრივი სეგრეგაციის სისტემა, რომელსაც მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ამუშავებდა სამხრეთ აფრიკის უმცირესობის, თეთრკანიანთა მთავრობა.

ესპანეთს დიპლომატიური დაძაბულობა აქვს ისრაელთან, მადრიდის მხრიდან ისრაელის მთავრობის მწვავე კრიტიკის გამო 2023-2025 წლების ღაზის ომში - რომელსაც მადრიდი გენოციდად მიიჩნევს. ისრაელის ოფიციალურმა პირებმა ესპანეთის პოზიციას რამდენჯერმე უწოდეს ანტისემიტური. დაძაბულობა კიდევ უფრო გაიზარდა მიმდინარე თვეში - მას მერე, რაც ესპანეთმა წინააღმდეგობა გაუწია აშშ-ისრაელის თავდასხმებს ირანზე, რის გამოც მადრიდმა 11 მარტს ისრაელში თავისი ელჩი სამუდამოდ გამოიხმო.

ისრაელის პარლამენტმა 30 მარტს დაამტკიცა კანონი, რომელიც ჩამოხრჩობით სიკვდილს აწესებს სასჯელად სამხედრო ტრიბუნალების მიერ სისხლიანი თავდასხმების გამო მსჯავრდადებული პალესტინელებისთვის - რითიც შეასრულა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ულტრამემარჯვენე მოკავშირეების მიერ დადებული პირობა, იუწყება სააგენტო Reuters-ი.

ამ ახალი კანონის კრიტიკოსების თანახმად, ენა, რომლითაც ის ფორმულირებულია, ფაქტობრივად განსაზღვრავს, რომ სიკვდილით დასჯა შეიძლება შეეხოს მხოლოდ ქვეყნის მოსახლეობის 20 პროცენტს, არაბებს, რომელთაგან ბევრი თავს პალესტინელად მიიჩნევს - და არა ებრაელ მოქალაქეებს.

მანამდე ევროპულმა კომისიამ "ძალიან შემაშფოთებელი" უწოდა ისრაელის ამ კანონს და განაცხადა, რომ ესაა "მკაფიო უკანგადადგმული ნაბიჯი" დემოკრატიულ პრინციპებთან მიმართებით.

ისრაელმა მკვლელობისთვის სიკვდილით დასჯა 1954 წელს გააუქმა. ერთადერთი პირი, რომელიც 1962 წელს, სამოქალაქო სასამართლოს შემდეგ ისრაელში სიკვდილით დასაჯეს, იყო ადოლფ აიხმანი - ნაცისტების ჰოლოკოსტის ერთ-ერთი შემოქმედი.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus