Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

უკრაინაში მსხვერპლია რუსეთის მორიგი შეტევის შედეგად. კიევში ჩავიდა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი

რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე მორიგი შეტევა მიიტანეს უპილოტო საფრენი აპარატებით. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთის მხრიდან გამოყენებული იყო 290-მდე დრონი.

უკრაინის ხელისუფლების მიერ 31 მარტის დილისთვის გამოქვეყნებული მონაცემებით, ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა პოლტავაში, სადაც დაზიანებულია მრავალბინიანი სახლი. ერთი დაჭრილია ოდესაში, სადაც დრონი საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ აივანს მოხვდა. საოლქო ადმინისტრაციების ინფორმაციით, დაზიანებულია ინფრასტრუქტურის ობიექტები.

უკრაინის საჰაერო ძალების მონაცემებით, 30 მარტის საღამოდან რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს 289 უპილოტო საფრენი აპარატით. 31 მარტს, ადგილობრივი დროით დილის რვა საათისთვის საჰაერო ძალების სარდლობას დადასტურებული ჰქონდა 267 რუსული დრონის მოგერიება და 20-თ პირდაპირი დარტყმა 11 ადგილზე.

დღეს დილით კიევში ჩავიდა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი.

მისი განცხადებით, ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის სამხედრო, ფინანსურ, ენერგეტიკულ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას და მის ხელთ არსებულ ყველა ზომას გამოიყენებს, რათა რუსეთმა პასუხი აგოს ჩადენილი დანაშაულისთვის.

უნგრეთის ვეტოს გამო ევროკავშირი ვერ ახერხებს უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს კრედიტის გამოყოფას. ბუდაპეშტი აცხადებს, რომ კიევისთვის კრედიტის მიცემას არ დასთანხმდება, სანამ არ განახლდება მილსადენ „დრუჟბით“ უკრაინის გავლით უნგრეთისთვის რუსული ნავთობის მიწოდება.27 მარტს სააგენტო Bloomberg-ი წერდა, რომ თუ უკრაინა ევროკავშირის კრედიტს ვერ მიიღებს, ივნისში შესაძლოა, სამოქალაქო ხარჯები ბიუჯეტიდან ვეღარ დაფაროს.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus