Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ზელენსკი: უკრაინა მზად არის „სააღდგომო ზავისთვის“

უკრაინა მზად არის ცეცხლის შესაწყვეტად აღდგომის დღესასწაულის დღეებში და საერთოდაც მზად არის საბრძოლო მოქმედებების დასასრულებლად, თუ რუსეთის მხრიდანაც მსგავსი მზადყოფნა იქნება. ამის შესახებ დღეს, 30 მარტს ჟურნალისტებს განუცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მართლმადიდებელი ეკლესია, მათ შორის უკრაინის და რუსეთის, 2026 წელს აღდგომას აღნიშნავენ 12 აპრილს.პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, ნორმალური ადამიანები, რომლებიც სიცოცხლეს პატივს სცემენ, საუბრობენ არა დროებით, არამედ ცეცხლის მუდმივ შეწყვეტასა და ომის დასრულებაზე, მაგრამ უკრაინა მზად არის ნებისმიერი კომპრომისისთვის, გარდა უკრაინის ღირსებასა და სუვერენიტეტთან დაკავშირებული კომპრომისისა.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მზად არიან განიხილონ ცეცხლის ნებისმიერი შეწყვეტა - სრული, ენერგეტიკის და სასურსათო უსაფრთხოების სფეროში და ა.შ. და ამას ყოველთვის სთავაზობდნენ, ამიტომ, თუ რუსები მზად იქნებიან, შეუძლიათ დაასახელონ ნებისმიერი ვადა და უკრაინა მზად არის ამ საკითხის გადასაწყვეტად.

2025 წელს, როცა აღდგომა 20 აპრილს იყო, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა „სააღდგომო ზავი“ გამოაცხადა. უკრაინის ხელისუფლების თანახმად, რუსეთს ზავის პირობები არ დაუცავს.უკრაინა ოთხ წელზე მეტია ებრძვის რუსეთის არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას. აშშ-ის შუამავლობით დაწყებულ მოლაპარაკებებს რაიმე შედეგი ჯერჯერობით არ მოჰყოლია. რუსეთი ომის დასრულების უმთავრეს პირობად ასახელებს დონბასიდან უკრაინის ჯარების სრულად გაყვანას, რაც კიევისთვის მიუღებელი პირობაა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus