Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ირანში მოკლულია ბუნებრივი რესურსების დაცვის ქვედანაყოფის მეთაური

ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად მოკლულია კიდევ ერთი ირანელი მაღალჩინოსანი, პოლკოვნიკი მაჯიდ ზაქარიაი. ცნობა მისი სიკვდილის შესახებ დღეს, 30 მარტს გაავრცელა ირანის სახელმწიფო სააგენტომ IRNA.

მაჯიდ ზაქარიაი ირანის ბუნებრივი რესურსების დაცვის ქვედანაყოფს ხელმძღვანელობდა.

IRNA-ს თანახმად, პოლკოვნიკი ზაქარიაი ირანის ბუნებრივი რესურსების ორგანიზაციაზე აშშ-ისრაელის მიერ 29 მარტს განხორციელებული შეტევისას მიღებული მძიმე ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

2026 წლის 28 თებერვალს, ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის პირველივე დღეს მოკლეს ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი.აშშ-ისრაელის სამხედრო-საჰაერო ოპერაციის დაწყებიდან ლიკვიდირებულია ათეულობით ირანელი მაღალჩინოსანი, მათ შორის თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელები და უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ალი ლარიჯანი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა იყო.2026 წლის 28 თებერვალს ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ დაიწყეს მასშტაბური სამხედრო-საჰაერო ოპერაცია. მას წინ უძღოდა აშშ-ისა და ისლამური რესპუბლიკის უშედეგო მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე. ვაშინგტონი მოითხოვდა პროგრამის დახურვას, რათა არ დაეშვა თეირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა, ირანი კი ირწმუნებოდა, რომ პროგრამას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები აქვს.აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის პასუხად ირანის ძალებმა შეტევა დაიწყეს ისრაელზე და სპარსეთის ყურის ქვეყნებში ამერიკულ სამხედრო ბაზებსა და ნავთობის მომპოვებელ და გადამამუშავებელ ობიექტებზე. თეირანმა ფაქტობრივად, ჩაკეტა ნავთობის, გაზისა და სხვა პროდუქტების ტრანსპორტირებისთვის მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტე, რამაც მსოფლიო ბაზარზე მიწოდების პრობლემა და საწვავის გაძვირება გამოიწვია.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus