Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ჭიათურაში მაღაროელი გარდაიცვალა

მაღაროელის ჯეირან ასლანდიას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია თავდაპირაველად სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში გაავრცელა მაღაროელმა ტარიელ მიქაცაძემ.

მისი სიტყვებით შემთხვევა 25 მარტს შუქრუთის სარკინიგზო მაღაროში, ღამის 11 საათისთვის მოხდა.

„ცდილობენ, რომ შემთხვევა, რომელიც მაღაროში მოხდა, არ გამოვიდეს სააშკარაოზე და არავინ არ გამოიტანოს რეალურად პასუხი თუ რა მოხდა იქ ... არსებული ინფორმაციით, გვაქვს ინფორმაცი, რომ ჯეირანი თითქოს გულის შეტევით გარდაიცვალა... მთელი ამ ხნის განმავლობაში ვაკეთებდით განცხადებებს, რომ მაღაროში არ არის განიავების ნორმალური საშუალება, რაც იწვევს უჰაერობას, ეს კი, შესაბამისად, აავადებს ადამიანს და იწვევს ასეთ ფატალურ შედეგებს”.

ტარიელ მიქაცაძის ინფორმაციით, შუა ხნის კაცი აფხაზეთიდან დევნილია, ის 90-იანი წლებიდან მოყოლებული ჭიათურაში, ერთ-ერთ უბანში “საფარში” მაღაროელთა საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა. ის მარტოხელა მშობელი იყო, ცოლი ნოემბერში გარდაეცვალა - “თბილისში სამუშაოდ წასულს ავტომობილი დაეჯახა ” და ორი შვილი დარჩა ერთი ვაჟი და სკოლის მოსწავლე ქალიშვილი.

რას ამბობს კომპანიაჭიათურა მენჯმენტ კომპანის (CMC) ჭიათურის საწარმოების მმართველი კომპანის წერილობით პასუხში. რომელიც რადიო თავისუფლებამ შეკითხვის პასუხად მიიღო ნათქვამია, შემთვევა 25 მარტს შუქრუთის მაღაროს პირველი უბნის მესამე ცვლის სამუშაოს დასრულების შემდეგ, მოხდა.

"როდესაც სამუშაო ცვლა უკვე დასრულებული იყო და დასაქმებულები იმყოფებოდნენ მაღაროს სამგზავრო-სარკინიგზო შემადგენლობაში ჩასხდომის ადგილზე".

ეს არის ადგილი, სადაც თანამშრომლები იკრიბებიან მაღაროს გვირაბში სარკინიგზო შემადგენლობაში ჩასაჯდომად, რათა მაღაროს ზედაპირზე ამოვიდნენ.

"თვითმხილველების ინფორმაციით, ჯეირან ალსანდია მოულოდნელად ცუდად გახდა და მიწაზე დაეცა. ადგილზე მალევე გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი, რომელმაც გარდაცვალების ფაქტი დააფიქსირა".

კომპანიის ინფორმაციით, "მომხდარ შემთხვევაში საწარმოო ტრავმას ადგილი არ ჰქონია".

მომხდარზე დაიწყო გამოძიება. "კომპანია CMC აქტიურად თანამშრომლობს საგამოძიებო უწყებებთან და დეტალურად აწვდის ყველა მოთხოვნილ ინფორმაციას".

კომპანია სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus