მოსამართლე დავით მაკარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადებული გადაწყვეტილებით შეწყვიტა ფოტოგრაფ გიორგი თარხნიშვილის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწყებული ადმინისტრაციული საქმის წარმოება. გადაწყვეტილება დღეს, 27 მარტს გამოცხადდა.