Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ზელენსკი Reuters-ს: აშშ უსაფრთხოების გარანტიებს უკავშირებს უკრაინის მხრიდან დონბასის დათმობას

აშშ სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიით გამოდის იმ პირობით, თუ კიევი დონბასის რეგიონს რუსეთს დაუთმობს - ეს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სააგენტო Reuters-ს უთხრა ინტერვიუში.

ზელენსკის თქმით, აშშ ამჟამად ირანთან თავის კონფლიქტზეა კონცენტრირებული, და პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინაზე ზეწოლას ახორციელებს, რათა მოახლოვდეს უკრაინაში 2022 წელს მოსკოვის შეჭრით დაწყებული, ოთხწლიანი ომის დასასრული.

"ახლო აღმოსავლეთი ნამდვილად ახდენს გავლენას პრეზიდენტ ტრამპზე და, ვფიქრობ, მის შემდგომ ნაბიჯებზე. სამწუხაროდ, ჩემი აზრით, პრეზიდენტი ტრამპი კვლავაც ირჩევს უფრო მეტი ზეწოლის უკრაინაზე განხორციელების სტრატეგიას" - ეუბნება ზელენსკი Reuters-ს.

"ამერიკელები მზად არიან მაღალ დონეზე დაასრულონ ამ გარანტიების [ფორმულირება], როცა უკრაინა მზად იქნება დონბასიდან გასვლისთვის" - ამბობს ზელენსკი.

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მთელს დონბასზე კონტროლის დამყარება მისი საომარი მიზნების არსობრივი ნაწილია.

ზელენსკის სიტყვებით, დონბასიდან უკრაინის ჯარების გასვლა დაასუსტებს როგორც უკრაინას, ისე, აქედან გამომდინარე, ევროპასაც, რადგან ამით რეგიონის ძლიერი თავდაცვითი პოზიციები რუსეთს გადაეცემა.

"ძალიან მინდა ამერიკის მხარეს ესმოდეს, რომ ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილი ჩვენი უსაფრთხოების გარანტიების ნაწილია" - ამბობს ზელენსკი.

Reuters-ი აღნიშნავს, რომ თეთრ სახლს ჯერჯერობით არ უპასუხია მის თხოვნაზე კომენტარის შესახებ.

ამავე ინტერვიუში ზელენსკიმ ტრამპის ადმინისტრაციას მადლობა გადაუხადა Patriot-ის ტიპის ანტისარაკეტო სისტემების მიწოდების გაგრძელებისთვის, მიუხედავად გაზრდილი მოთხოვნისა ამ ტიპის შეიარაღებაზე, სპარსეთის ყურის კონფლიქტის გამო.

უკრაინის პრეზიდენტი იანვარში აცხადებდა, რომ ტერიტორიებთან მიმართებით კიევის პოზიცია უცვლელი რჩება და რომ კომპრომისი ორმხირივი უნდა იყოს.

იმის შესახებ, რომ აშშ-ს შესაძლოა ასეთი წინადადება წამოეყენებინა, მანამდე წყაროებზე დაყრდნობით წერდა გაზეთი Financial Times. გამოცემის წყაროთა სიტყვებით, უკრაინის სამხედროების გაყვანის შემთხვევაში ვაშინგტონი წინასწარ მზადყოფნაში იქნებოდა უკრაინის არმიისთვის გაეზარდა შეიარაღების მიწოდება, მშვიდობიან დროში. ამასთან, იმ მომენტში გაურკვეველი რჩებოდა იკისრებდა თუ არა აშშ რაიმე ოფიციალურ ვალდებულებას.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus