Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

FT: ირანი აცხადებს, რომ „არამტრულ“ გემებს ჰორმუზის სრუტის გავლა შეუძლიათ

ირანის ხელისუფლება მასთან კოორდინაციის შემთხვევაში „არამტრულ“ გემებს მისცემს ჰორმუზის სრუტით ტრანზიტის უფლებას. ამის შესახებ გამოცემა Financial Times-ი წერს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის წევრებისთვის გაგზავნილ წერილზე დაყრდნობით.

წერილში ნათქვამია, რომ ირანმა მიმართა ზომებს, რათა აღკვეთოს „აგრესორებისა და მათი მომხრეების მიერ ირანის წინააღმდეგ მტრული ოპერაციები ჰორმუზის სრუტის გამოყენებით“ და შეერთებულ შტატებთან, ისრაელთან და კონფლიქტის სხვა მონაწილეებთან კავშირის მქონე გემებს სრუტეში გავლის უფლება არ აქვთ.

ამასთან, თეირანის თანახმად, „არამტრულ“ გემებს შეუძლიათ ჰორმუზის სრუტით ისარგებლონ მხოლოდ ირანის ხელისუფლებასთან კოორდინაციით.

მას შემდეგ, რაც 2026 წლის 28 თებერვალს შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყეს, თეირანმა ფაქტობრივად, ჩაკეტა ნავთობის, გაზისა და სხვა პროდუქტების ტრანსპორტირებისთვის მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტე, რამაც მსოფლიო ბაზარზე მიწოდების პრობლემა და საწვავის გაძვირება გამოიწვია.ჰორმუზი არაბეთის ზღვაში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სრუტეა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს სპარსეთის და ომანის ყურეებს და ღია ოკეანეში გასასვლელია. ჰორმუზის სრუტის ჩრდილოეთ ნაპირი ირანს ეკუთვნის, ხოლო სამხრეთი - არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ომანის ექსკლავ მუსანდამს.

სპარსეთის ყურეში დაბლოკილია 3000-ზე მეტი გემი, რომლებიც ჰორმუზის სრუტით გავლას ვერ ახერხებენ თავდასხმის საფრთხის გამო.ანალიტიკური გამოცემა Lloyd's List-ი, რომელიც საზღვაო-სავაჭრო ნაოსნობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ინფორმაციის მნიშვნელოვანი წყაროა, 23 მარტს წერდა, რომ ირანი თანხის გადახდის სანაცვლოდ ჰორმუზის სრუტის გავლის უფლებას აძლევს გემების ნაწილს.

22 მარტს სრუტე გაიარა პანამის დროშით მცურავმა სატვირთო გემმა Newvoyager-მა, რომლის მფლობელიც ჩინური კომპანიაა. ტრანზიტი განხორციელდა საზღვაო მომსახურების ჩინური კომპანიის შუამავლობით და ირანის ხელისუფლებას თანხაც მან გადაუხადა. ზუსტი თანხა Lloyd's List-მა ვერ დაადგინა. გამოცემის ცნობით, ბოლო ხანს ჰორმუზის სრუტე გაიარა 20-ზე მეტმა გემმა, რომელთა უმრავლესობა საბერძნეთს ეკუთვნის.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus