Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

რუსეთი განაგრძობს უკრაინაზე დარტყმებს, შეჩერებული სამშვიდობო ძალისხმევის ფონზე

რუსეთი განაგრძობს სისხლიანი დარტყმების მიყენებას უკრაინის რეგიონებისთვის, იმ ფონზე, როცა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის პარალელურად ფაქტობრივად შეჩერდა სამმხრივი მოლაპარაკებები კიევს, მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის, ამ, უკვე მეხუთე წელიწადში გადასული ომის დასასრულებლად.

სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა და ათზე მეტი დაიჭრა უკრაინაში 22 მარტს, მას მერე, რაც რუსეთის ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე რაკეტებით და 140-მდე დრონით მიიტანეს იერიშები.

უკრაინის ოფიციალური პირების თქმით, თავდასხმებს დაექვემდებარა ხუთზე მეტი რეგიონი უკრაინის აღმოსავლეთში, ჩრდილოეთსა და სამხრეთში, მათ შორის დონეცკის რეგიონში.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თანახმად, მოსკოვი "დაუსჯელობას" გრძნობს მას მერე, რაც აშშ-მა დროებით მოუხსნა სანქციები ზღვებში გაჩერებულ რუსეთის ნავთობს, ირანთან აშშ-ის ომის გამო გლობალური ფასების მკვეთრი ზრდის ფონზე.

"მიმდინარე კვირაში, სანქციების შემსუბუქების გამო, რუსეთმა გაზარდა ნედლი ნავთობის გაყიდვები თავისი ომის დასაფინანსებლად" - წერს ზელენსკი ტელეგრამით. "მოგება რუსეთს უქმნის დაუსჯელობის განცდას და ომის გაგრძელების შესაძლებლობას. ამდენად, ზეწოლა უნდა გაგრძელდეს" - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.

რუსეთის ბოლო თავდასხმების ფონია გაურკვევლობა მოლაპარაკების პროცესში, რომელიც აშშ-ის მიერაა ინიცირებული. ვაშინგტონი ამ პროცესში შუამავლად გამოდიოდა.

უკრაინის, რუსეთის და აშშ-ის წარმომადგენლები დაახლოებით ერთი თვის წინ ჟენევაში შეხვდნენ ერთმანეთს მოლაპარაკებებისთვის. მაგრამ უკრაინაში ომის სიმძლავრე არ იკლებს, ფრონტის ხაზებზე გრძელდება ყოველდღიური შეტაკებები.

მოლაპრაკებების ახალი რაუნდები კვირების განმავლობაში გადაიდებოდა ხოლმე, თუმცა 21-22 მარტს კიეველი დიპლომატები, მათ შორის რუსტემ უმეროვი ფლორიდაში შეხვდნენ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საგანგებო წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს და პრეზიდენტის სიძეს, ჯარედ კუშნერს, რომლებიც უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებს ხელმძღვანელობენ.

"აშკარაა, რომ ამერიკის მხარის ყურადღება ამ მომენტში ძირითადად ირანის გარშემო ვითარებაზეა კონცენტრირებული" - თქვა ზელენსკიმ მოლაპარაკების შემდეგ და დასძინა, რომ ხედავს ნიშნებს რუსეთთან ტყვეების გაცვლის ახალი ოპერაციის ჩასატარებლად - რაც სამმხრივი მოლაპარაკებების ერთადერთი ხელშესახები შედეგია ამ დრომდე.

უიტკოფმა 22 მარტს შეხვედრას უწოდა "კონსტრუქციული" და თქვა, რომ ეს შეხვედრა დაეფუძნა წინა დღით მიღწეულ პროგრესს. უიტკოფის თქმით, 22 მარტს განიხილეს უკრაინისთვის უსაფრთხოების მყარი და სანდო ჩარჩოს შექმნა, ასევე რეგიონში ჰუმანიტარული დახმარების საკითხები.

გასულ კვირაში აშშ-ის ოფიციალურ პირებთან შესახვედრად ფლორიდაში ჩავიდა კრემლის წარმომადგენელი, კირილ დმიტრიევი, რომელმაც შეხვედრას "პროდუქტიული" უწოდა.

ზოგიერთი ანალიტიკოსის შეფასებით, მოსკოვმა ისარგებლა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტით, რადგან ამით ნაწილობრივ შეივსო რუსეთის საბიუჯეტო საჭიროებები, და მსოფლიომაც ყურადღება სხვაგან გადაიტანა - რამაც რუსეთს მეტი საშუალება მისცა უკრაინაში სამხედრო ოპერაციების გასაგრძელებლად.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus