Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ჩინეთი გამოდის ეკონომიკის კიდევ უფრო გახსნის დაპირებით

ჩინეთის პრემიერ-მინისტრი, ლი ციანი 22 მარტს გამოვიდა პირობით, რომ ქვეყნის ეკონომიკა კიდევ უფრო გაიხსნება უცხოეთის კომპანიებისთვის და უფრო დაბალანსებულ ვაჭრობას აწარმოებს თავის გლობალურ პარტნიორებთან - იმ ფონზე, როცა ბოლო წელიწადში აღირიცხა რყევები ვაჭრობაში და სატარიფო ომები, კერძოდ აშშ-სთან და ევროკავშირთან. ამ ცნობას ავრცელებს სააგენტო Reuters-ი.

ჩინეთი მოახდენს უფრო მეტი მაღალი ხარისხის უცხოური პროდუქციის იმპორტს და ყველა მხარესთან იმუშავებს საიმისოდ, რომ ხელი შეუწყოს ოპტიმალური და დაბანალსებული ვაჭრობის განვითარებასა და გაფართოებას - თქვა ლი ციანმა ჩინეთის განვითარების ფორუმზე პეკინში. მის განცხადებებს სახელმწიფო მედია ავრცელებს.

ორდღიანი ფორუმი, რომელიც ორშაბათს იხურება, პეკინს საშუალებას აძლევს თავისი ეკონომიკური ხედვა და საინვესტიციო შესაძლებლობები წარმოადგინოს უცხოეთის ბიზნესის ლიდერებისგან, ჩინეთის ოფიციალური პირებისგან, ეკონომისტებისგან და საუნივერსიტეტო სფეროს წარმომადგენლებისგან შემდგარი აუდიტორიის წინაშე. წლევანდელი ფორუმის ფონია ამ, მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკის მიერ აღრიცხული სარეკორდო პროფიციტი ვაჭრობაში - მოგებამ 2025 წელს შეადგინა 1,2 ტრილიონი დოლარი.

სააგენტო Reuters-ის ანალიზით, პეკინი მრავალი გამოწვევის წინაშეა - მათ შორის გლობალური კაპიტალის შეშფოთებისა ჩინეთის სავაჭრო პრაქტიკებისა და ჭარბი სიმძლავრის თაობაზე, ასევე მათი გადაჭარბებული დამოკიდებულების ჩინეთის პროდუქტებზე.

ჩინეთის პრემიერს თავის გამოსვლაში, როგორც ჩანს, პროფიციტი პირდაპირ არ უხსენებია, თუმცა, როგორც Reuters-ი წერს, მისი განცხადებები ირეკლავს იმის ცოდნას, რომ ამ საკითხმა შესაძლოა წყვეტები გამოიწვიოს საერთაშორისო ურთიერთობებში - მაშინ, როცა ჩინეთმა აშშ-სთან დროებით ზავს მიაღწია ვაჭრობის საკითხზე. ირანში ომის გამო აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გასულ კვირაში გადადო ვიზიტი პეკინში, სადაც ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს უნდა შეხვედროდა. ამით გადაიდო ძალისხმევა შემსუბუქდეს დაძაბულობა მსოფლიოს ამ ორ უდიდეს ეკონომიკას შორის.

ამავე ფორუმზე გამოსვლისას, ჩინეთის ცენტრალური ბანკის მმართველი, პან გუნშენიც შეეცადა გაეფანტა სავაჭრო პროფიციტთან დაკავშირებული შეშფოთებები:

"გლობალური ეკონომიკური დისბალანსის ანალიზი მოითხოვს არა მხოლოდ საქონლით ვაჭრობის შესწავლას, არამედ სერვისებითაც, არა მხოლოდ მიმდინარე ანგარიშის, არამედ ფინანსური ანგარიშისაც" - თქვა მან და დასძინა, რომ ჩინეთი არის ქვეყანა უდიდესი პროფიციტით საქონლის სფეროში, მაგრამ უდიდესი დეფიციტით სერვისების სფეროში. მისი გამოსვლის ტექსტს ავრცელებს ჩინეთის სახალხო ბანკი.

ჩინეთს არც საჭიროება აქვს და არც სურვილი ვაჭრობაში უპირატესობა მოიპოვოს ვალუტის გაუფასურების გზით - დასძინა მან.

ჩინეთი ცდილობს შეატრიალოს კლების პროცესი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სფეროში. დეკემბერში ჩინეთმა 200 სექტორი დაუმატა უცხოურ ინვესტიციათა ინიციატივების სიას.

ჩინეთის პრემიერის თქმით, უცხოეთის კომპანიებს ისევე მოეპყრობიან, როგორც ადგილობრივებს და ყველა ქვეყნის ფირმას მიეცემა ჩინეთში განვითარების საშუალება.

ფორუმში მონაწილეობას იღებენ მათ შორის კომპანიები Apple, Samsung Electronics, Volkswagen, Siemens, ‌BASF, Novartis. წარმომადგენლები გაგზავნეს ასევე ფინანსურმა ინსტიტუციებმა - მათ შორის არიან HSBC Holdings, UBS Group და Standard Chartered.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus