Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ირანმა თელ-ავივს დაარტყა ლარიჯანის სიკვდილის გამო შურისძიებით დამუქრების შემდეგ

ირანმა სარაკეტო შეტევა მიიტანა ისრაელის ქალაქ თელ-ავივზე. ისრაელის სამედიცინო დახმარების სამსახურის ცნობით, 70-თ წლამდე ასაკის ქალი და კაცი დაიღუპნენ თელ-ავივთან მდებარე რამათ-განის რაიონში. კიდევ ორი ადამიანი დაჭრილია.

ირანის სახელმწიფო მედიის თანახმად, გასულ ღამით თელ-ავივზე სარაკეტო დარტყმა იყო პასუხი ისლამური რესპუბლიკის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელ ალი ლარიჯანის სიკვდილზე.

ისრაელმა 17 მარტს განაცხადა ირანზე დარტყმის შედეგად ლარიჯანის ლიკვიდაციის შესახებ, რაც მოგვიანებით თეირანმაც დაადასტურა. ირანის არმიის მთავარსარდალი ამირ ჰატამი ისრაელს და აშშ-ს მტკიცე პასუხით დაემუქრა.ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, თელ-ავივზე შეტევისთვის გამოყენებულ რაკეტებს შორის იყო „ხორამშაჰრი 4“. ეს კასეტური ქობინის მქონე რაკეტაა.

ირანზე დარტყმებს განაგრძობენ აშშ და ისრაელი. შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ირანის სანაპირო ხაზის გასწვრივ, ჰორმუზის სრუტის მახლობლად „წარმატებით გამოიყენეს" ღრმა შეღწევის, 2268-კილოგრამიანი რამდენიმე საბრძოლო მასალა.

ამერიკული სარდლობის თანახმად, დარტყმის სამიზნე ობიექტებზე განთავსებული ირანული გემსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტები საფრთხეს უქმნიდნენ ჰორმუზის სრუტეში საერთაშორისო ნაოსნობას.

ისრაელის თავდაცვის არმიის ცნობით, სამხედრო-საჰაერო ძალებმა თეირანში დაარტყეს რამდენიმე სამხედრო შტაბს და საჰაერო თავდაცვის სისტემებს.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინფორმაციით, 17 მარტს საღამოს ჭურვი აფეთქდა ირანის ბუშერის ატომური ელექტროსადგურის მახლობლად. თავად სადგური არ დაზიანებულა. სააგენტოს დირექტორმა რაფაელ მარიანო გროსიმ მხარეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა მაქსიმალური თავშეკავებისკენ.

2026 წლის 28 თებერვალს ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ დაიწყეს მასშტაბური სამხედრო ოპერაცია. მას წინ უძღოდა აშშ-ისა და ისლამური რესპუბლიკის უშედეგო მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე. ვაშინგტონი მოითხოვდა პროგრამის დახურვას, რათა არ დაეშვა თეირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა, ირანი კი ირწმუნებოდა, რომ პროგრამას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები აქვს.აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის პასუხად ირანის ძალებმა შეტევა დაიწყეს ისრაელზე და სპარსეთის ყურის ქვეყნებში ამერიკულ სამხედრო ბაზებსა და ნავთობის მომპოვებელ და გადამამუშავებელ ობიექტებზე. თეირანმა ფაქტობრივად, ჩაკეტა ნავთობისა და სხვა პროდუქტების ტრანსპორტირებისთვის მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტე, რამაც მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაძვირება გამოიწვია.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus