Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

"სიცრუითაა გაჯერებული" - ირაკლი კობახიძე „მოსკოვის მექანიზმის" დასკვნაზე

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ ეუთოს "მოსკოვის მექანიზმის" დასკვნის შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ეს დასკვნა, რომელიც, მისი სიტყვებით, წინასწარ იყო დაწერილი, „თავიდან ბოლომდე სიცრუითაა გაჯერებული“.

კობახიძე აცხადებს, რომ ამ საკითხს საგანგებო ბრიფინგი მიეძღვნება და საზოგადოებას საპირისპირო არგუმენტებს და დამატებით ინფორმაციას გააცნობენ.

„პირველ რიგში, ვამხელთ ყველა იმ სიცრუეს, რაც ამ დასკვნაში არის ასახული. ასევე, მინდა ვთქვა, რომ ამ დასკვნაში წარმოდგენილია რეკომენდაციები, რომლებიც შეესაბამება სინამდვილეს და რომელთა გათვალისწინება არის აუცილებელი. ასეთი ჩანაწერებიც არის ამ დასკვნაში“.

ირაკლი კობახიძის სიტყვებით, მთელი ამ პროცესს პოლიტიკური საფუძველი აქვს და ის თავიდან ბოლომდე ვიწრო პოლიტიკური ინტერესებით არის ნაკარნახევი. მისი თქმით, არსებობდა ინტერესთა კონფლიქტი და „რეალურად პროცესი იყო ინიცირებული, მათ შორის პოლონეთის სახელმწიფოს მხრიდან და გაირკვა, რომ ექსპერტი თავად ყოფილა პოლონეთის მთავრობის წარმომადგენელი“:

„საქართველოზე მეტად არადემოკრატიული ქვეყანა ვერ ნახეს... ეუთოს ქვეყნებს შორის საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის განვითარებსი მხრივ", - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, კონკრეტულად, რომელი კანონების გაუქმებას მოითხოვს ანგარიში, ირაკლი კობახიძმ უპასუხა, რომ „მათ არ მოსწონთ გამჭვირვალობის კანონი და ასევე, კანონი ოჯახური ღირებულებების შესახებ“.

რამდენიმე დღის წინ ეუთო-მ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებული ანგარიში გამოაქვეყნა - ეუთოს 23 ქვეყნის მოთხოვნით, საქართველოსთან დაკავშირებით ამოქმედებული „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ეს ანგარიში ადამიანის უფლებებზე მკვეთრად აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას და საერთაშორისო საზოგადოებას რეაგირებისკენ მოუწოდებს.

ანგარიში მოუწოდებს ხელისუფლებას, გააუქმოს ფაქტობრივად ყველა ის ცვლილება/კანონი, რომლებსაც ადგილობრივი უფლებადამცველები რეპრესიულად მიიჩნევდნენ და მოუწოდებს, „დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლდნენ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული პირები“.

ამასთან, იგი "რომის წესდებაზე" მითითებით წერს, რომ "წესდების" ხელმომწერებს შეუძლიათ განიხილონ საქართველოს საქმის გადაცემა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის (ICC).

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus